სტატიები

საოჯახო მარაგები სახლის კართან

საოჯახო მარაგები სახლის კართან

საოჯახო მარაგები სახლის კართან – „ჩემი მარაგი“ წარმოადგენს საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიას, რომელიც მომხმარებელს 250 – მდე დასახელების ჩირეულს, თხილეულს, მარცვლეულს, ბურღულეულსა და სანელებლებს სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებებთან ერთად. ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის საუკეთესო ხარისხის პროდუქტებს ქვეყანაში უკონკურენტო ფასად. საუკეთესო ონლაინ შეძენის გამოცდილება იქმნება ხელით ნარჩევი პროდუქტების სახლის კარამდე მიტანის სერვისით, რომელიც მოიცავს ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შესაძლებლობასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდებას.
ბრენდის კონცეფციის მიზანია მომხმარებლებისათვის შექმნას ღირებულებების ერთობლიობა, რომელიც ონლაინ შეძენის საუკეთესო გამოცდილებას ქმნის და განსაზღვრავს დაზოგილი დროის, უკონკურენტო ფასისა და რჩეული ხარისხის ერთობლიობას. ასევე, დაარსების ისტორია უკავშირდება პანდემიის პერიოდში საკვები პროდუქტების ონლაინ შეძენაზე გაზრდილი მოთხოვნისა და საყიდლებთან დამოკიდებულებების ცვლილებას, სადაც გათვალისწინებულია აღნიშნული პროცესის მაქსიმალური გამარტივება და კომფორტულობა.

„ჩემი მარაგი“ – ის ონლაინ მაღაზია წარმოდგენილია ასორტიმენტის მარტივი და კომფორტული სისტემით, რომელიც ძალიან მარტივად და სწრაფად უზრუნველყოფს შერჩეული პროდუქციის შეკვეთის მიღებას სახლიდან გაუსვლელად. ასევე, შეძენის პროცესის გამარტივების მიზნით შესაძლებელია სხვადასხვა გადახდის მეთოდის გამოყენება: ნაღდი, საბარათე და გადარიცხვით ანგარიშსწორება.
ასორტიმენტში განთავსებულია ეგზოტიკური და ენდემური კატეგორიის პროდუქტები: ნიგოზი, ფსტა, ქეშიუ, მაკადამია, კასტანია, პეკანი, ვაშლი, ლეღვი, გარგარი, მანგო, ქოქოსი, ანანასი და მარაკუია. ასევე განთავსებულია ყოველდღიურად მოხმარებადი პროდუქტები ბურღულეულისა და მარცვლეულის კატეგორიებში, ხოლო ჯანსაღი კვების მოყვარულებს დახვდებათ ე.წ სუპერფუდებიც – ჩიას თესლი, სელის თესლი, თეთრი კინოა, ყვითელი კუსკუსი და სხვა.
აღნიშნულ მომსახურებებთან ერთად მომხმარებლები მიიღებენ გადარჩეულ პროდუქტსა და უფასო მიწოდების სერვისს ყოველგვარი ლიმიტების გარეშე.

ბრენდის დაპირება – რჩეული ხარისხი, რჩეული გამოცდილება – განსაზღვრავს გამორჩეულ ხარისხსა და ონლაინ შეძენის საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც იწყება ხელით ნარჩევი პროდუქციით და გრძელდება სახლის კარამდე უფასო მიწოდებით – ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.