ბლოგი - ჩემი მარაგი

ჯანსაღი ცხიმების როლი წონის კლების დროს

კვების სფეროში ცხიმების საკითხი დიდი ხანია შესწავლის საგანს წარმოადგენს. მრავალი წლის განმავლობაში, ნებისმიერი ტიპის ცხიმი ჯანსაღი კვების მტრად ითვლებოდა და აუცილებლად უკავშირდებოდა წონის მატებასა და გულთან დაკავშირებული დაავადებების წარმოქმნას. თუმცა, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ზოგიერთი ცხიმი არა საზიანო, არამედ ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელიც კი არის. არსებობს ჯანსაღი ცხიმის ორი ტიპი: მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმები. ისინი შეიცავენ იმ აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი დამოუკიდებლად ვერ გამოიმუშავებს, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას უჯრედულ დონეზე, ვიტამინების შეწოვასა და ჯანსაღი ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას. ამასთან ერთად, ჯანსაღი, უჯერი ცხიმები ეხმარება ორგანიზმს მადის კონტროლში, რაც წონის კლების დროს მნიშვნელოვანი კომპონენტია.

მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს არაჯანსაღ ცხიმებს, რომლებიც აუცილებლად უნდა შეიზღუდოს კვებითი რაციონის შედგენისას. ეს შეიძლება იყოს შემწვარი საკვები, ცომეული, ხორცის ცხიმოვანი ნაჭრები ან სრულად ცხიმიანი რძის პროდუქტები. მსგავსი არაჯანსაღი ცხიმის ჭარბი მოხმარება ზრდის გულთან დაკავშირებული დაავადებების რისკს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესების ჩამოყალიბებას.

ერთად გავიგოთ, რომელი პროდუქტები შეიცავს ჯანსაღ ცხიმებს, რა სარგებლობა მოაქვთ მათ ჯანმრთელობისთვის და რატომ უნდა შეიტანოთ ისინი თქვენი კვების რაციონში?

ავოკადო:

ჯანსაღი ცხიმების შემცველობა: ავოკადო მაღალცხიმოვანი და დაბალნახშირწყლოვანი ხილია, რომლის კალორიების დაახლოებით 77% მონოუჯერ ცხიმებზე მოდის.

სარგებლიანობა: ავოკადოში შემავალი ჯანსაღი ცხიმები ამცირებს გულის დაავადებების რისკსა და ცუდი ქოლესტერინის დონეს, ასევე აუმჯობესებს კანისა და თმის სტრუქტურას. გარდა მონოუჯერი ცხიმებისა, ავოკადო შეიცავს უჯრედისს, კალციუმს, მაგნიუმს და ვიტამინების დიდ რაოდენობას.

ჩიას თესლი:

ჯანსაღი ცხიმების შემცველობა: ჩიას თესლში შემავალი ცხიმის დაახლოებით 60-70% არის ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავებია. ეს პროდუქტი განსაკუთრებით ცნობილია ალფა-ლინოლენის მჟავის (ALA) შემცველობით.

სარგებლიანობა: ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რაც ამცირებს გულის დაავადებების, ართრიტის და სხვა ანთებითი პროცესების რისკს. ჩიას თესლი ასევე მდიდარია უჯრედისით, ცილებით და ანტიოქსიდანტებით.

სელის თესლი:

ჯანსაღი ცხიმების შემცველობა: სელის თესლი არის ALA ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების კიდევ ერთი შესანიშნავი წყარო. ეს უკანასკნელი კი სელის თესლში შემავალი ცხიმის დაახლოებით 55-60%-ს წარმოადგენს.

სარგებლიანობა: ჩიას თესლის მსგავსად, სელის თესლი იდეალურია გულის ჯანმრთელობისთვის, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად და ანთებითი პროცესების თავიდან ასარიდებლად.

 

მზესუმზირის გული:

ჯანსაღი ცხიმების შემცველობა: მზესუმზირის გულში არსებული ცხიმის დაახლოებით 75-80% მოდის პოლიუჯერ ცხიმებზე, მათ შორის, ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავებზე.

სარგებლიანობა: პოლიუჯერი ცხიმები აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისთვის, უჯრედების ზრდისა და ჰორმონების რეგულირებისთვის. მზესუმზირის გული ასევე შეიცავს ვიტამინ E-ს, ანტიოქსიდანტს, რომელიც იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან.

Სეზამის თესლი:

ჯანსაღი ცხიმების შემცველობა: მზესუმზირის გულის მსგავსად, სეზამის თესლი ასევე მდიდარია პოლიუჯერი ცხიმებით, მათ შორის ომეგა -6 ცხიმოვანი მჟავებით, რომელთა ოდენობაც დაახლოებით 50-60%-ს შეადგენს.

სარგებლიანობა: პოლიუჯერ ცხიმებთან ერთად, სეზამის მარცვლები ასევე მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით, როგორებიცაა, კალციუმი და მაგნიუმი. ისინი ხელს უწყობენ ძვლების ჯანმრთელობასა და იმუნური ფუნქციის გაძლიერებას.


ფსტა:

ჯანსაღი ცხიმების შემცველობა: ფსტა შეიცავს ჯანსაღი ცხიმების ნაზავს, მათ შორის, მონოუჯერ და პოლიუჯერ ცხიმებს. ფსტაში არსებული ცხიმის დაახლოებით 70-80% არის უჯერი ცხიმი.

სარგებლიანობა: ფსტა ხელს უწყობს გულთან დაკავშირებული დაავადებების რისკებისა და ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას, სისხლში შაქრის ჯანსაღი დონის შენარჩუნებას. ფსტა ასევე უჯრედისისა და სხვადასხვა ვიტამინებისა თუ მინერალების იდეალური წყაროა.


პეკანი:

ჯანსაღი ცხიმების შემცველობა: პეკანში არსებული ცხიმის დაახლოებით 85-90% არის უჯერი ცხიმი.

სარგებლიანობა: პეკანში შემავალი უჯერი ცხიმები აუმჯობესებს გულის მუშაობას. პეკანი ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ვიტამინებსა და მინერალებს.

 

ქეშიუ:

ჯანსაღი ცხიმების შემცველობა: ქეშიუს ცხიმის დაახლოებით 60-70% არის უჯერი ცხიმი.

სარგებლიანობა: ქეშიუში შემავალი მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმები ამცირებენ ქოლესტერინის დონეს და გულთან დაკავშირებულ დაავადებების რისკს. ქეშიუ ასევე შეიცავს ცილებს, უჯრედისს და აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს, როგორებიცაა, მაგნიუმი და თუთია.

ნუში:

ჯანსაღი ცხიმების შემცველობა: ნუშის ცხიმის დაახლოებით 65-75% მონოუჯერ ცხიმებზე მოდის.

სარგებლიანობა: ნუში ასევე შეიცავს ოლეინის მჟავას, რომელიც იდეალურია კანის ჯანმრთელობისთვის. ხოლო, ამ თხილეულში შემავალი ცილები, უჯრედისი, E ვიტამინი და მაგნიუმი უზრუნველყოფს ძვლებისა და გულთან დაკავშირებული დაავადებების შემცირებას.

მაკადამია:

ჯანსაღი ცხიმების შემცველობა: მაკადამიას კაკალი განსაკუთრებით მაღალია მონოუჯერი ცხიმების შემცველობით, მათი ოდენობა 70-80%-ს აღწევს.

სარგებლიანობა: მაკადამიას თხილი ასევე შეიცავს უჯრედისს, ცილებსა და სხვადასხვა ვიტამინს, რაც ამცირებს ქოლესტერინის დონეს და აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას.

კასტანია

ჯანსაღი ცხიმების შემცველობა: კასტანიაში, იგივე ბრაზილიურ თხილში 70-80% უჯერი ცხიმია.

სარგებლიანობა: კასტანიაში შემავალი მონოუჯერი და პოლიუჯერი ცხიმები ხელს უწყობს გულის მუშაობას და ეხმარება ორგანიზმს ანთების საწინააღმდეგო პროცესების წარმართვაში. ამასთან ერთად, ბრაზილიური თხილი სელენის შესანიშნავი წყაროა, რომელიც თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებიდან გამომდინარე, აუმჯობესებს იმუნური სისტემისა და ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობას.

ჯანსაღი ცხიმებით მდიდარი პროდუქტების კვების რაციონში ჩართვა გონივრული გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისაც წონის კორექცია სურს. სწორად გადანაწილებული ნუტრიენტებით კი ორგანიზმი ხდება ჯანმრთელი და ძლიერი.

ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომლებიც ჯანსაღი ცხიმების წყაროს წარმოადგენენ. საუკეთესო ხარისხის პროდუქტი ხელით არის ნარჩევი, ხოლო უკონკურენტო ფასი და სახლის კარამდე უფასო მიტანის სერვისი, ჯანსაღ პროდუქციას მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.