მრავალფეროვანი ასორტიმენტი საოჯახო მარაგების შესავსებად

დღეს, როდესაც დრო ყველაზე ძვირფასია, საოჯახო მარაგების შევსება მარტივი, სწრაფი და სასიამოვნო პროცესი უნდა იყოს. „ჩემი მარაგი“ სწორედ ამ იდეით შეიქმნა: გავხადოთ საოჯახო მარაგის პროდუქტები უფრო მარტივად ხელმისაწვდომი, ხოლო დაზოგილი დროის, ბიუჯეტის და მაღალი ხარისხის ერთობლიობით მათი შეძენა სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ.
რატომ „ჩემი მარაგი“?
ხარისხიანი პროდუქტი, უკონკურენტო ფასი და უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით – თუ გსურთ გაიმარტივოთ საოჯახო პროდუქტების მომარაგება სახლიდან გაუსვლელად, „ჩემი მარაგი“ თქვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდება.
ამასთან ერთად, „ჩემი მარაგი“ გთავაზობთ:
500-მდე დასახელების პროდუქტი ერთ სივრცეში
„ჩემი მარაგი“ 500-მდე დასახელების პროდუქტს ითვლის. ასორტიმენტი შთამბეჭდავია და მოიცავს ყველა იმ პროდუქციას, რისი მომარაგებაც ადამიანს სახლისთვის სჭირდება, მათ შორის: თხილეული, ჩირეული, მარცვლეული, ბურღულეული, სუპერფუდები, ჩაი, ყავა, ზეთი, თაფლი, სუნელები და ასევე საკონდიტრო დანამატები. მრავალფეროვანი არჩევანი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად იპოვოს სასურველი პროდუქტი, ხოლო იშვიათი ინგრედიენტების მოყვარულებს „ჩემი მარაგი“ ტროპიკულ და ეგზოტიკურ ასორტიმენტს სთავაზობს.
მარაგებში წარმოდგენილია ქართულ ბაზარზე არსებული უნიკალური ჩირეული და თხილეული, ასევე გემოთი და სასარგებლო თვისებებით გამორჩეული მაკადამია (აფრიკული თხილი), ბრაზილიური თხილი, კენკრის შთამბეჭდავი მიქსი (მარწყვის, შტოშის, მოცვისა და ალუბლის კომბინაცია), ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ჩირეული – ფინიკი, სუპერფუდები, რომლებშიც უძველესი წარმომავლობის მატჩასა და ასაის ფხვნილები შედის, 5 დასახელების ჩაი, მათ შორის, ქართული ფურცლოვანი შავი და მწვანე ჩაი და კიდევ ბევრი სხვა ჯანსაღი და გემრიელი პროდუქტი.
ხელით გარჩეული უმაღლესი ხარისხის პროდუქცია
„ჩემი მარაგის” თანამშრომლები თითოეულ პროდუქტს ხელით არჩევენ, რათა მომხმარებლამდე მხოლოდ საუკეთესო მარაგი მივიდეს. ხელით გადარჩევამდე პროდუქტი რამდენიმე საკონტროლო ეტაპს გადის, რაც მის ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
პროდუქტების ხელით შერჩევის პროცესში მკაცრად კონტროლდება ჰიგიენის ნორმები და ვარგისიანობა. შესაბამისად, მომხმარებელი იღებს მხოლოდ სუფთა, მაღალი ხარისხის და სრულად ვარგის პროდუქტს, რაც დროისა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარება.
საუკეთესო ფასები და განსაკუთრებული შეთავაზებები
„ჩემი მარაგი” მუდმივად უსმენს მომხმარებლებს და ითვალისწინებს მათ საჭიროებებს. სწორედ ამიტომ, ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე ხშირად კეთდება სხვადასხვა სახის შეთავაზებები და აქციები. ეს კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს საყვარელი პროდუქტები ყოველთვის ხელსაყრელ ფასად შეიძინოს.
ამასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროდუქტის შეფუთვას. ის ისეა შერჩეული, რომ გახსნისას მომხმარებელს დამატებითი კონტეინერის გამოყენება აღარ სჭირდება – პროდუქტი უკვე დაცულია და შესანახად მზადაა, რაც დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს.
უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით
მომხმარებელზე ზრუნვა „ჩემი მარაგის“ მთავარი პრიორიტეტია, ამიტომ კომპანია უზრუნველყოფს უფასო ონლაინ მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი კურიერი ნებისმიერი მოცულობისა და თანხის პროდუქტს თბილისში მეორე დღესვე მოგაწვდით, ხოლო რეგიონებში—კვირაში ორჯერ.
შეკვეთის განთავსება შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად: ტელეფონით, სოციალური ქსელებით ან ვებგვერდის საშუალებით. საიტზე შეკვეთის პროცესი უმარტივესია —რეგისტრაციიდან პროდუქტის შეძენამდე სულ რაღაც 10 წუთია საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია 10 წუთში შეავსოს საოჯახო მარაგები სახლიდან გაუსვლელად და მიიღოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი სრულიად უფასო მიტანის სერვისით.
„ჩემი მარაგი“ ზრუნავს თქვენს კომფორტსა და ოჯახურ სიმყუდროვეზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ხარისხიანი და ჯანსაღი პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. სულ რამდენიმე წუთში სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის საჭირო ყველა პროდუქტი, ამასთან ერთად დაზოგოთ დრო, ენერგია და ბიუჯეტი, ერთად კი ყოველდღიურობა კიდევ უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ.