ბლოგი - ჩემი მარაგი

ჩემი მარაგი – მომხმარებლის რჩეული პროდუქტები

   საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ მომხმარებელს 250-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს, მათ შორისაა: თხილეული, ჩირეული, მარცვლეული, ბურღულეული, ყავა, ჩაი, საკონდიტრო ნაწარმი და ა.შ. ხელით ნარჩევი პროდუქცია საუკეთესო ხარისხით გამოირჩევა, რომელიც უკვე წლებია მომხმარებლების რჩეულ ასორტიმენტს წარმოადგენს.

გთავაზობთ ჩვენი ერთგული მომხმარებლების ფავორიტ პროდუქციას:ს

ნუში

ნუშის ამ სიაში დანახვა გასაკვირი სულაც არ არის, პირიქით. ნუში გამოირჩევა იმ უნიკალური ნუტრიციული პროფილით, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სწორი კვების საფუძველს ქმნის. 6 გრამი მცენარეული ცილისა და 4 გრამი უჯრედისის შემცველობით, ნუშის ერთი ულუფა შეიცავს 13 გრამ „ჯანსაღ ცხიმებს“ და მხოლოდ 1 გრამ ნაჯერ ცხიმს.

ერთი ულუფა ნუშის შემადგენლობაში E ვიტამინის დღიური ნორმის 50%-ია, რაც ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას, იცავს უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, რომლებიც გამოწვეულია დაბინძურებით, ულტრაიისფერი სხივებითა და სხვა ფაქტორებით. სხვადასხვა კვლევა კი იმასაც მიუთითებს, რომ დღეში 23 ცალი ნუშის ჭამა შესაძლებელია ამცირებდეს გულის დაავადებების რისკს.

ნუში კულინარიაში სხვადასხვა გზით შეგიძლიათ გამოიყენოთ, მათ შორის:

ხემსი: წაიხემსეთ ნედლი ან მოხალული ნუშით;
ნამცხვრები: დაამატეთ დაჭრილი ნუში ნამცხვრებსა და მაფინებს მეტი ხრაშუნიანი ტექსტურის შესაქმნელად;
სალათები: მოაყარეთ დაჭრილი ან მოხალული ნუში სალათებს.

სმუზები: იმისთვის, რომ თქვენი სმუზი კრემისებრი კონსისტენციით გამოირჩეოდეს, სასურველ ინგრედიენტებს შეურიეთ ნუშის კარაქი ან დამბალი ნუში;
ნუშის რძე: დამბალი ნუში და წყალი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუშის რძის მოსამზადებლად;
სოუსები: შექმენით ნუშის ბაზაზე დამზადებული სოუსები, როგორებიცაა მაგალითად  ნუშის პესტო.
მარცვლეულისა და შვრიის ფაფის ტოპინგები: მოაყარეთ დაჭრილი ნუში შვრიას, იოგურტს ან მარცვლეულს დამატებითი არომატისა და კვებითი ღირებულებების ასამაღლებლად.

ნიგოზი

„ჩემი მარაგის“ თხილეული მომხმარებელში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. უკონკურენტო ფასი და ამ პროდუქციისთვის დამახასიათებელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სარგებელი დიდ ინტერესს იწვევს.

ნუშთან ერთად ნიგოზიც ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია. ნიგოზის შეიცავს ორგანიზმისთვის უარყოფითი ნივთიერებების, მათ შორის, ნატრიუმის, ნაჯერი ცხიმებისა და ტრანს ცხიმების დაბალ შემცველობას და ამავდროულად შეიცავს A და C ვიტამინების, რკინის, კალციუმის, ცილის ან დიეტური უჯრედისის დღიური ნორმის მინიმუმ 10%-ს.

ქართული სამზარეულოს ბევრი კერძი ნიგვზის გარეშე წარმოუდგენელია. აი, კიდევ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიგოზი კულინარიაში:

ხემსი: მიირთვით ნედლი, მოხალული ან სანელებლებით შეზავებული ნიგოზი;
ნამცხვრები: დაჭრილი ნიგოზი მოაყარეთ ტორტებს, ბრაუნის, მაფინებს;
სალათები: დამატებითი ტექსტურისა და არომატისთვის, სალათებს დაუმატეთ მოხალული ან დაშაქრული ნიგოზი;
სოუსი: ნიგოზი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ პესტოს მოსამზადებლად. შეურიეთ ის რეჰანს, ნიორს, ზეითუნის ზეთს და პარმეზანს გემრიელი სოუსის მისაღებად;
გრანოლა: დღის განმავლობაში ენერგია რომ შეინარჩუნოთ, ნიგვზიანი გრანოლა მიირთვით.
ტოპინგები: გამოიყენეთ დაქუცმაცებული ან დაჭრილი ნიგოზი შვრიის ფაფის, იოგურტის ან ხილის სალათების ტოპინგად.

ქეშიუ

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას თხილად აღიარებული ქეშიუ „ჩემი მარაგის“ მოთხოვნად პროდუქტებშია. ეს სუპერ საკვები გემოვნურ მახასიათებლებთან ერთად, ჯანმრთელობისთვის საჭირო სარგებლითაც გამოირჩევა. მაგალითად, სპილენძის მაღალი შემცველობა ხელს უწყობს კიბოს უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგნიუმი ხელს უშლის სისხლძარღვებისა და კუნთების მოდუნებას, სელენი და სპილენძი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა, ხოლო ქეშიუში შემავალი სხვადასხვა ვიტამინი ორგანიზმს ანემიისგან იცავს.

ქეშიუ კულინარიაში, აი, ასე შეგიძლიათ გამოიყენოთ:

ხემსი: წაიხემსეთ ნედლი, მოხალული ან მარილიანი ქეშიუთი;
შემწვარი კერძები: ქეშიუ შეგიძლიათ დაამატოთ შემწვარ ბოსტნეულს, ქათამს ან ტოფუს. ეს პროდუქტი კერძებს დამატებით ხრაშუნა ტექსტურას შესძენს;
სოუსები: ქეშიუს დახმარებით შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა სახის სოუსები. ამ პროდუქტს ხშირად იყენებენ ინდურ და სამხრეთ-აღმოსავლურ აზიურ კერძებში, რადგან ქეშიუ სოუსებს უფრო ასქელებს და გემოსაც უფრო მდიდრულს ხდის;
ქეშიუს კრემი: წყლისა და დამბალი ქეშიუს შერევით შეგიძლიათ მიიღოთ ქეშიუს კრემი, რომელიც იდეალურია წვნიანებისთვის, სოუსებისა და ვეგანური დესერტებისთვის;
სალათები: დაამატეთ მოხალული ან დაშაქრული ქეშიუ სალათებს ტკბილი და ხრაშუნა გემოს მისანიჭებლად;
ვეგანური ყველი და რძე: ქეშიუსგან ასევე ამზადებენ ვეგანურ ნაწარმს, მათ შორის, ყველსა და რძეს, რაც იდეალურ ალტერნატივას ქმნის ვეგეტარიანელი და ვეგანი მომხმარებლებისთვის.

შავი ქლიავის ჩირი

თხილეულთან ერთად, „ჩემი მარაგის“ მოთხოვნად პროდუქტებში შავი ქლიავის ჩირიცაა. ეს ჩირეული ჯანმრთელობისთვის ნამდვილი საგანძურია. მისი ბუნებრივი სიტკბოს მიღმა უჯრედისის სიუხვე იმალება, რაც იდეალურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოწესრიგებისთვის. ასევე მასში შემავალი კალიუმი და ვიტამინი K ხელს უწყობს ძვლების გამაგრებას. შავი ქლიავის ჩირი ანტიოქსიდანტების უხვი საბადოცაა, რაც, თავის მხრივ, ორგანიზმს იცავს ოქსიდაციური სტრესისა და ანთებისგან.

აი, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი ქლიავის ჩირი კულინარიაში:

ხემსი: შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე, ან თხილთან და ყველთან ერთად;
ნამცხვრები: დაამატეთ დაჭრილი შავი ქლიავის ჩირი მაფინებს, ტორტს, ნამცხვრებს. იდეალურია ბუნებრივი სიტკბოს გასაუმჯობესებლად;
სალათები: შავი ქლიავის ჩირი განსაკუთრებით უხდება მწვანილებს, თხილეულსა და ყველს. ეს საოცარი მიქსი უგემრიელეს ტკბილი და მჟავე გემოების კონტრასტს ქმნის.
სოუსები: შავი ქლიავის ჩირისგან შესაძლებელია შექმნათ როგორც ჯემი ბლინებისა და ვაფლებისთვის, ასევე სოუსები.
დესერტები: გამოიყენეთ ქლიავის ჩირი კლასიკურ დესერტში, მაგალითად, ხილის ტარტში;
სმუზები: ქლიავის ჩირი განსაკუთრებით უხდება ბანანს, ნუშის რძესა და შოკოლადს. შესაბამისად, ამ ინგრედიენტების მიქსით მიიღებთ ბუნებრივად ტკბილ სმუზის, რომელიც თქვენს ორგანიზმს დამატებითი უჯრედისებით აავსებს.

 

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში ყველა ამ პროდუქტის შეძენა შეგიძლიათ. რჩეულ პროდუქტს კი ჩვენი კურიერი სრულიად უფასოდ მოგართმევთ პირდაპირ სახლის კართან.