ყველაფერი მანგოს ჩირის შესახებ – ტროპიკული გემო, თვისებები და რეცეპტები

მანგოს ჩირი ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და პოპულარული ტროპიკული ჩირია. თავად მანგოს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ხილის მეფეს“ გემოდან და არომატულობიდან გამომდინარე. მანგოს ჩირი მზადდება ნაყოფის ფრთხილად გაშრობის შედეგად, რის გამოც ინარჩუნებს თავის ბუნერივ სიტკობს, არომატსა და სასარგებლო თვისებებს.
მანგოს ჩირის სასარგებლო თვისებები
მანგოს ჩირი ენერგიის კარგი წყაროა, რადგან მასში წყლის შემცველობა ნაკლებია და ბუნებრივი შაქრები უფრო კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ, მისი მცირე რაოდენობაც კი ორგანიზმს სწრაფად ავსებს ენერგიით.
მანგოს ჩირი მდიდარია სასარგებლო ელემენტებით, მათ შორის, უჯრედისით, ვიტამინებით და მინერალებით.
უჯრედისი – აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას;
ვიტამინი C – აძლიერებს იმუნურ სისტემას;
ვიტამინი A – აუმჯობესებს მხედველობას;
ვიტამინი B9 – მონაწილეობს უჯრედების განახლებასა და DNA-ის სინთეზში;
კალციუმი – ამაგრებს ძვლებს და კბილებს, ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ მუშაობას;
რკინა – მონაწილეობს სისხლის წარმოქმნასა და ხელს უშლის ანემიის განვითარებას;
ფოსფორი – ამაგრებს ძვლებს;
ანტიოქსიდანტები – იცავს ორგანიზმს ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკისგან.
მანგოს ჩირი შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
მანგოს ჩირი კულინარიაში
მანგოს ჩირში შენარჩუნებულია ხილის ტკბილ-სურნელოვანი არომატი, თუმცა გამოშრობის გამო გემო უფრო ინტენსიური და კონცენტრირებულია.
კულინარიაში მანგოს ჩირი გამოიყენება როგორც ხემსის სახით, ასევე დესერტებში, სასმელებში, საუზმესა და სალათებში.
მანგოს ჩირის ენერგეტიკული ბურთულები
მანგოს ჩირითა და ნიგვზით შეგიძლიათ მოამზადოთ უგემრიელესი ენერგეტიკული ბურთულები. ბუნებრივად ტკბილი ხემსი ჯანსაღი ცხიმებითა და მცენარეული ცილებით არის მდიდარი.
ინგრედიენტები:
- 50 გრ ნიგოზი
- 50 გრ ქეშიუ
- 80 გრ მანგოს ჩირი
- 150 გრ ფინიკი
- 1 ს/კ ჩიას თესლი
- 1 ჩ/კ ლაიმის ცედრა
- ერთი მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
- გაახურეთ ღუმელი 176°C-მდე.
- გადაანაწილეთ ნიგოზი და ქეშიუ საცხობ ფირფიტაზე. აცხვეთ 8-12 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი და სურნელოვანი არ გახდება. გააციეთ
- მოასხით თბილი წყალი მანგოს ჩირს და ფინიკს და 5-7 წუთი გააჩერეთ. გადაწურეთ.
- გამოაცხვეთ 8-12 წუთი, გააციეთ.
- დააბლენდერეთ ნიგოზი. უნდა მიიღოთ ფქვილის მსგავსი მასა. გადადეთ
- ჩაამატეთ ბლენდერში დარბილებული მანგოს ჩირი და ფინიკი. უნდა მიიღოთ წებოვანი ცომი.
- დაუმატეთ დაფქული ნიგოზი, ჩიას თესლი, ლაიმის ცედრა და მარილი. ისევ დააბლენდერეთ, სანამ ერთგვაროვან ცომს არ მიიღებთ.
- თუ მასა ზედმეტად სველია, ჩაამატეთ ქოქოსი ან ჩიას თესლი. თუ მშრალია – რამდენიმე ფინიკი.
- გააკეთეთ ბურთულები და ამოავლეთ ქოქოსის ფანტელებში.
შეგიძლიათ მიირთვათ მაშინვე ან გააციოთ მაცივარში და ცივად მიირთვათ.
მწვანე სალათა მანგოს ჩირით, ფისტათი და ყველით
ეს მწვანე სალათა ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს, რომელიც ორგანიზმს ენერგიით, ანტიოქსიდანტებითა და ჯანსაღი ცხიმებით ავსებს. თუ ვახშამზე გსურთ მსუბუქი სალათა მიირთვათ, იდეალური არჩევანია.
ინგრედიენტები:
- 1 თავი კეჟერა კომბოსტო
- ½ ჭიქა მოხალული მარილიანი ფისტა (დაჭრილი)
- 2/3 ჭიქა მანგოს ჩირი (დაჭრილი)
- ½ ჭიქა შტოშის ჩირი
- 2/3 ჭიქა ფეტა
სოუსისთვის:
- 1 ცალი ფორთოხლის წვენი
- 3 ს/კ ზეითუნის ზეთი (Extra virgin)
- ½ ჩ/კ მარილი
- ძალიან ცოტა შავი პილპილი
მომზადების წესი:
- პატარა ჯამში მოამზადეთ სოუსი: ფორთოხლის წვენი, ზეთი, მარილი და პილპილი აურიეთ ერთმანეთში.
- დიდ ჯამში გადაიტანეთ კომბოსტო, ფისტა, მანგო და შტოშის ჩირი.
- მოასხით სოუსი და აურიეთ.
- მოაყარეთ ფეტა და მიირთვით გემრიელად!
მანგოს ჩირის მაფინები
მანგოს ჩირისგან შეგიძლიათ მოამზადოთ გემრიელი მაფინები.
ინგრედიენტები:
- 180 გრამი ფქვილი
- 150 გრამი შაქარი
- 2 ჩაის კოვზი საფუარი
- 120 მლ რძე
- 1 კვერცხი
- 160 მლ ზეთი ან რბილი კარაქი
- ½ ჩაის კოვზი მანგოს ექსტრაქტი
- ½ ჭიქა დაჭრილი მანგოს ჩირი
მომზადების წესი
- წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200° C-მდე.
- ჯამში მოათავსეთ ფქვილი და საფუარი, კარგად მოურიეთ.
- დაამატეთ მანგოს ჩირი და კვლავ კარგად აურიეთ.
- ცალკე ჯამში ჩაამატეთ კვერცხი, რძე, შაქარი და ზეთი, კარგად მოურიეთ.
- სველი მასა ფქვილის მასაში ჩაასხით. ფრთხილად აურიეთ და მაფინის ფორმებში გადაიტანეთ.
- აცხვეთ 18-20 წუთის განმავლობაში.
- გააციეთ და მიირთვით გემრიელად!
გემრიელი და სასარგებლო მანგოს ჩირის შეძენა ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ შეგიძლიათ.
საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია ,,ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია 500-მდე დასახელების საკვები პროდუქტი, მათ შორის: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ბაკალეა, საკონდიტრო ნაწარმი, სუნელები და სხვა. ნებისმიერი მოცულობის შეკვეთაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს უფასო მიწოდების სერვისი.