ბლოგი - ჩემი მარაგი

ფიტნეს მარაგი – საკვები პროდუქტების ნაკრები ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრებისთვის

ბოლო წლების ტენდენცია ცხადია, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ცხოვრების ჯანსაღ წესს – ჯანსაღ კვებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობასა და შინაგან ბალანსზე ზრუნვას. ეს ტალღა საქართველოშიც შესამჩნევად იზრდება. დიდი მოთხოვნაა როგორც სავარჯიშო დარბაზებზე, ასევე ბიო პროდუქტებზე, მცენარეულ ცილებზე, სუპერფუდებსა და ისეთ საკვებ დანამატებზე, რომლებიც მარტივად ერგება სპორტულ რუტინას.

სწორედ, იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს, რომ სხეული და გონება საუკეთესო ფორმაში ჰქონდეს, „ჩემი მარაგი“ სპეციალურ ნაკრებს „ფიტნეს მარაგს“ სთავაზობს. ნაკრები 5 საოცარ პროდუქტს  აერთიანებს: კინოა, ჩიას თესლი, ნუშის გული, მატჩას ფხვნილი და გოჯი ბერის მარცვალი. თითოეული მათგანი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა და დადებითად მოქმედებს ფიზიკურ/მენტალურ ჯანმრთელობაზე.

რატომ „ფიტნეს მარაგი“?

ნაკრები განკუთვნილია განსაკუთრებით მათთვის, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს.

„ფიტნეს მარაგი“ ორგანიზმს ეხმარება:

  • შეინარჩუნოს ენერგია ვარჯიშისას და მის შემდეგ
  • აღადგინოს კუნთოვანი მასა და დააჩქაროს მეტაბოლიზმი
  • მოამარაგოს სხეული აუცილებელი ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით
  • დაარეგულიროს სისხლში შაქრის დონე
  • შეამციროს შიმშილის შეგრძნება

ეს ყველაფერი იმ 5 სუპერფუდის დამსახურებაა, რომელიც ნაკრებში შედის. მათი ჩართვა ყოველდღიურ რაციონში  მარტივი და ჯანსაღია, რადგან არ შეიცავს შაქრებს, ქიმიურ დანამატებს და არაჯანსაღ ცხიმებს.

 

კინოა – მცენარეული ცილის წყარო

კინოა მცენარეული ცილის უმდიდრესი წყაროა – ის შეიცავს ცხრავე აუცილებელ ამინომჟავას, რაც მცენარეულ პროდუქტებში საკმაოდ იშვიათია. იდეალურია როგორც ვეგეტარიანელებისთვის, ასევე მათთვის, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს და კუნთოვანი მასის აღდგენა სჭირდება.

 

კინოას სასარგებლო თვისებები:

  • ხელს უწყობს კუნთოვანი მასის აღდგენას ვარჯიშის შემდეგ;
  • აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი – უზრუნველყოფს ხანგრძლივ ენერგიას და ამცირებს შიმშილის შეგრძნებას კვებიდან კვებამდე;
  • არ შეიცავს გლუტენს – უსაფრთხოა ალერგიული ადამიანებისთვის;
  • მდიდარია უჯრედისით – აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

 

ჩიას თესლი – ბუნებრივი ენერჯაიზერი

ჩიას პატარა შავი მარცვლები სავსეა კალციუმით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით და უჯრედისით.

ჩიას თესლი იდეალურია მათთვის, ვინც ცდილობს წონის კონტროლს, რადგან გამოირჩევა უნიკალური თვისებით – ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ის შთანთქავს წყალს და ქმნის ჟელეს მსგავს სტრუქტურას, რაც ამცირებს შიმშილის გრძნობას და ხელს უწყობს ხანგრძლივ დანაყრებას.

ჩიას თესლის სასარგებლო თვისებები

  • შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა;
  • ხელს უწყობს ხანგრძლივ დანაყრებას და ბუნებრივად აკონტროლებს მადას;
  • მდიდარია უჯრედისით – აწყნარებს კუჭს და აუმჯობესებს მონელების პროცესს;
  • ეხმარება ენერგიის შენარჩუნებას მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ვარჯიშის დროსაც.

 

ნუშის გული – ჯანსაღი ცხიმების გემრიელი წყარო

თუ გემრიელ და ამავდროულად ჯანსაღ პროდუქტზე ვსაუბრობთ, ნუში ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ის მდიდარია ვიტამინ E-თი, ანტიოქსიდანტებითა და ჯანსაღი ცხიმებით, რაც ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას. ამასთან ერთად, გამოირჩევა საოცრად მსუბუქი არომატითა და ნაზი ტექსტურით.

ნუშის სასარგებლო თვისებები:

  • მდიდარია მაგნიუმით – აუცილებელია კუნთოვანი და ნერვული სისტემის სწორად ფუნქციონირებისთვის.
  • შეიცავს ვიტამინ E-ს – ხელს უწყობს კანისა და თმის სიჯანსაღეს.
  • იდეალურია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, რადგან სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას უწყობს ხელს.
  • გამორჩეულია გემოვნური მახასიათებლებით, რაც მას ყოველდღიური რაციონის სასიამოვნო ნაწილად აქცევს.

 

მატჩას ფხვნილი – ბუნებრივი კოფეინის წყარო

მატჩას ფხვნილი წარმოადგენს მწვანე ჩაის უნიკალურ ფორმას, რომელიც მთელი ფოთლის დაფქვით მიიღება. მასში შენარჩუნებულია ყველა ანტიოქსიდანტური თვისება, სწორედ, ამიტომ მოქმედებს გაცილებით ინტენსიურად, ვიდრე თეთრი ან ჩვეულებრივი მწვანე ჩაი. მისი უნიკალურობა მდგომარეობს L-თეანინისა და კოფეინის კომბინაციაში – კოფეინი მეტ ენერგიაზეა პასუხისმგებელი, L-თეანინი კი – გონების სიმშვიდესა და კონცენტრაციას უზრუნველყოფს. ეს კომბინაცია იდეალურია მათთვის, ვისაც სჭირდება გონებრივი სიფხიზლე და ფოკუსი, სტრესისა და დაძაბულობის გარეშე.

 

მატჩას სასარგებლო თვისებები

  • მასში შემავალი L-თეანინი + კოფეინი ზრდის კონცენტრაციას და ხელს უწყობს გონებრივ სიფხიზლეს. ასევე არ იწვევს აღგზნებასა და მღელვარებას.
  • მდიდარია ანტიოქსიდანტებით – ებრძვის უჯრედების დაბერებას
  • ამაღლებს განწყობას და ამცირებს სტრესის შეგრძნებას
  • იდეალურია დილით ან ვარჯიშის წინ, რადგან უზრუნველყოფს ენერგიის გამოყოფას ქიმიური სტიმულატორების გარეშე.

 

გოჯი ბერის მარცვალი – ძლიერი ანტიოქსიდანტი

გოჯი ბერი – წითელი, ტკბილი მარცვალი – უკვე ათასწლეულებია ტრადიციული მედიცინის მნიშვნელოვანი ელემენტია. მას ხშირად დაბერების საწინააღმდეგო სუპერფუდადაც მოიხსენიებენ, რადგან სავსეა ვიტამინებით A და C, ანტიოქსიდანტებითა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. გოჯი ბერი ორგანიზმს ეხმარება დაბერების პროცესის შენელებაში, ენერგიის შენარჩუნებასა და იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

გოჯი ბერის სასარგებლო თვისებები:

  • მდიდარია C და A ვიტამინებით, რაც უზრუნველყოფს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
  • შეიცავს რკინას და ეხმარება ჰემოგლობინის დარეგულირებას.
  • მასში შემავალი ბეტა-კაროტინები აუმჯობესებენ კანს და მხედველობას.
  • ბუნებრივი შაქრებისა და ამინომჟავების კომბინაცია ხელს უწყობს სხეულის დაღლილობის დაძლევას და ენერგიის სწრაფ აღდგენას, რაც იდეალურია აქტიური ადამიანებისთვის.

 

სწორედ ამ ხუთი სუპერფუდითაა დაკომპლექტებული „ფიტნეს მარაგი“ – მათთვის, ვინც ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრებას აფასებს.