სუპერფუდი სამზარეულოში – ყველაფერი გოგრის გულის შესახებ

ბუნებრივი, სასარგებლო და გემრიელი ხემსი – გოგრის თესლი, მცირე ზომის მიუხედავად, ნამდვილი სუპერფუდია. ის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. დღის განმავლობაში, არც მეტი და არც ნაკლები, 2 ჩაის კოვზი გოგრის გული საკმარისია იმისთვის, რომ ორგანიზმს საჭირო ვიტამინები და მინერალები მიაწოდოთ.
რატომ არის გოგრის გული ჯანსაღი პროდუქტი?
- შეიცავს მაგნიუმს
თუ ხშირია ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა კუნთების დაძაბულობა ან ძილის პრობლემები, ეს შეიძლება მაგნიუმის დეფიციტზე მიუთითებდეს. გოგრის თესლი ამ მნიშვნელოვანი ელემენტის შესანიშნავი ბუნებრივი წყაროა.
100 გრამი გოგრის თესლი დაახლოებით 262 მგ. მაგნიუმს შეიცავს, რაც დღიური საჭიროების თითქმის 65%-ია. მაგნიუმი ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო მაკრომინერალია, რადგან:
- ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ამცირებს სტრესს;
- აუმჯობესებს ძილს;
- არეგულირებს წნევას;
- ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას.
- შეიცავს თუთიას
ადამიანის ორგანიზმში თუთიის დეფიციტი ხშირად ვლინდება იმუნური სისტემის დასუსტებით ან კანის პრობლემებით. გოგრის თესლი, ამ შემთხვევაშიც, თუთიის მაღალი შემცველობით გამოირჩევა – 100 გრამი გოგრის გული 7-9 მგ. თუთიის წყაროა, რაც დღიური ნორმის 60-80%-ს შეადგენს. თუთია ასევე აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ებრძვის აკნეს/კანის ცხიმიანობას, ასევე ხელს უწყობს ტესტოსტერონის დონის შენარჩუნებას.
- შეიცავს ტრიფტოფანს და აუმჯობესებს ძილის პროცესს
ტრიფტოფანი – ეს არის ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება ბედნიერების ჰორმონად – სეროტონინად, შემდეგ კი ძილის ჰორმონად – მელატონინად. რადგან გოგრის თესლი ტრიფტოფანთან ერთად მაგნიუმსაც შეიცავს, ეს ორი ელემენტი ძილის ხარისხს და განწყობას ხარისხიანად აუმჯობესებს.
- შეიცავს ვიტამინ E-ს
გოგრის თესლი ანტიოქსიდანტების უხვი წყაროა – განსაკუთრებით კი ვიტამინ E-სი, პოლიფენოლებისა და ფლავონოიდების.
ვიტამინ E-ს სილამაზის ელექსირსაც ეძახიან, რადგან ის იცავს კანს დაბერებისგან, ანიჭებს ელასტიკურობას, ასევე იცავს უჯრედებს ასაკობრივი ცვლილებებისა და მავნე გარემოსგან. შესაბამისად, გოგრის გულის ხშირი გამოყენება შესაძლებელია დადებითად მოქმედებდეს კანისა და თმის სიჯანსაღეზე.
- გამოიყენება ნატურალურ ანტიპარაზიტულ საშუალებად
ხალხურ მედიცინაში გოგრის გული ანტიპარაზიტულ საშუალებად მიიჩნევა. ის შეიცავს კურბიტინს — ბუნებრივ ნივთიერებას, რომელიც პარაზიტების (ჭიების) ნერვულ სისტემაზე მოქმედებს და ორგანიზმიდან მათ გამოყვანას უწყობს ხელს.
ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია უზმოზე, რამდენიმე დღის განმავლობაში, 1–2 სუფრის კოვზი გოგრის გული თაფლთან ერთად მიირთვათ. ეს ნაზავი მსუბუქად მოქმედებს და განსაკუთრებით ბავშვებისთვის და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის ითვლება მოსახერხებელ ალტერნატივად.
გოგრის გული კულინარიაში
ნაზი, ოდნავ თხილისებრი გემოს მქონე გოგრის თესლი მოხალვის შემდეგ უფრო მძლავ, მოტკბო გემოს იძენს. მისი მირთმევა რეკომენდებულია დიაბეტის მქონე ადამიანებისთვისაც – დაბალი გლიკემიური ინდექსის წყალობით, შაქრის დონის სწრაფად აწევა ფერხდება.
ასევე, გოგრის თესლი იდეალური ინგრედიენტია საუზმისთვისაც. 100 გრამი საშუალოდ 6 გრამ უჯრედისს შეიცავს, რაც მას ბოჭკოვან, კუჭნაწლავის ფუნქციისთვის სასარგებლო საკვებად გარდაქმნის და ქოლესტერინის დონის დაბალანსებასაც უწყობს ხელს.
გოგრის გული მრავალფეროვანი გამოყენებითაც გამოირჩევა – შესანიშნავია როგორც საუზმეში, ისე სადილსა თუ სალათებში. მისი მომზადება მარტივია, ინგრედიენტები – ხელმისაწვდომი და ყველასთვის ნაცნობი, შედეგი კი – გემრიელი და ჯანსაღი.
საუზმის იდეა: შვრიის ფაფა გოგრის თესლით
ინგრედიენტები:
- 5 ს.კ. შვრია
- 200 მლ რძე ან წყალი
- თაფლი
- გოგრის თესლი
- ქიშმიში ან სხვა ჩირეული
მომზადება: შვრია მოხარშეთ რძეში, დაამატეთ თაფლი და ზემოდან მოაყარეთ ტაფაზე მსუბუქად მოხალული გოგრის თესლი და ჩირი.
სადილის იდეა – კინოა ბოსტნეულით და გოგრის თესლით
ინგრედიენტები:
- მოხარშული კინოა
- დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სტაფილო, პომიდორი
- ზეთისხილი
- ზეთი, ლიმონი
- გოგრის თესლი
მომზადება: ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, მოაყარეთ მოხალული გოგრის თესლი.
სალათის იდეა: მწვანე სალათა გოგრის თესლით და ფეტათი
ინგრედიენტები:
- ისპანახი ან რუკოლა
- კიტრი, ავოკადო, ლიმონი
- ფეტა ყველი
- 1 მუჭა გოგრის თესლი
მომზადება: ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, ზემოდან მოაყარეთ გოგრის თესლი და ფეტა. გამოდის ძალიან გემრიელი, მსუბუქი და ჯანსაღი სალათა.
გოგრის თესლის შეძენა ონლაინ მაღაზიაში “ჩემი მარაგი” შეგიძლიათ. ბრენდი მომხმარებელს 500-მდე დასახელების საკვებ პროდუქტს სთავაზობს. თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ბაკალეა, სუნელები და სხვა საოჯახო მარაგებისთვის განკუთვნილი ასორტიმენტი შეგიძლიათ “ჩემს მარაგში” შეარჩიოთ. სასურველ შეკვეთას კი ჩვენი კურიერი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას, უფასო მიწოდების სერვისით მოგართმევთ.