საგაზაფხულო სმუზის რეცეპტები ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულებისთვის
თუ დილით მარტივად მოსამზადებელ საუზმეს ეძებთ, სმუზები ყველაზე ჯანსაღი და ვიტამინებით გაჯერებული ვარიანტია, რომელიც ყავასაც კი ჩაგინაცვლებთ. სმუზი შეგიძლიათ მიირთვათ არა მხოლოდ დილით, არამედ ვარჯიშის წინა პერიოდშიც, შეივსოთ ენერგიის მარაგი და მიაწოდოთ ორგანიზმს საჭირო, მკვებავი ნივთიერებები. ძალიან ფერადი, ჯანსაღი და იოლად გადამუშავებადი ეს საუზმე შეიცავს უამრავ ვიტამინს, მინერალსა და უჯრედისს.
სმუზების კიდევ ერთი უპირატესობა მისი მომზადების სიმარტივესა და სისწრაფეშია. დაგჭირდებათ ნებისმიერი საყვარელი ხილი, ბოსტნეული, თხილეული ან ე.წ სუპერსაკვები, რომელსაც დააბლენდერებთ წყალთან, რძესთან ან იოგურტთან ერთად. ინგრედიენტები ისე შეგიძლიათ შეარჩიოთ, რომ გაითვალისწინოთ თქვენი ალერგიული ფონი (არსებობის შემთხვევაში) და დიეტური შეზღუდვები.
ამ ბლოგში შემოგთავაზებთ 5 განსხვავებულ და საინტერესო რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ და დააგემოვნოთ უგემრიელესი სმუზები. რაც შეეხება ინგრედიენტებს, მათი შეძენა შეგიძლიათ ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“. სასურველ პროდუქტს კი კურიერი უფასოდ მოგართმევთ მთელი საქართველოს მასშტაბით.
სმუზი მატჩას ფხვნილით
მატჩა – ეს არის სუპერფუდი, რომელიც იდეალურია ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის. დახვეწილი გემოსა და გამორჩეული არომატის მატჩას ფხვნილი ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრების საყვარელი პროდუქტია.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ მატჩას ფხვნილი
- 1 ბანანი
- ½ ავოკადო
- ისპანახი
- 1 ჭიქა ნუშის რძე
პირველ ეტაპზე დააბლენდერეთ ისპანახი და ავოკადო. დაუმატეთ მატჩას ფხვნილი, მომდევნო ეტაპზე კი დაჭრილი ბანანი და ნუშის რძე. დააბლენდერეთ მანამ, სანამ კრემისებრ, გლუვ მასას არ მიიღებთ.
მიირთვით მომზადებისთანავე, რადგან სმუზმა თავისი გემო და მკვებავი ნივთიერებები შეინარჩუნოს.
- ტროპიკული ასაის სმუზი
ასაი, იგივე ბრაზილიური კენკრა სუპერსაკვებია, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ანტიოქსიდანტად ითვლება. მრავალ სასარგებლო თვისებასთან ერთად, ასაის ფხვნილი აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და აძლიერებს იმუნიტეტს. ასაის ფხვნილისგან დამზადებული სმუზი ტროპიკული არომატებითა და ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით გამოირჩევა.
ინგრედიენტები:
- 7-10 გრამი ასაის ფხვნილი
- 1 ჭიქა გაყინული ანანასი
- ½ ბანანი
- 1 ჭიქა ქოქოსის რძე
გადაიტანეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში. დააბლენდერეთ მაღალ სიჩქარეზე მანამ, სანამ არ მიიღებთ გლუვ მასას. თუ სმუზი ზედმეტად სქელი მოგეჩვენათ, დაამატეთ ქოქოსის რძე და კვლავ აურიეთ.
მიირთვით ცივ მდგომარეობაში. იდეალურია მიირთვათ ვარჯიშის წინა პერიოდში, რადგან ამაღლებს ენერგიის დონეს და ვარჯიშსაც უფრო ეფექტურს გახდის.
- ჯადოსნური მორინგას სმუზი
მორინგას ხეს სასწაულის ხესაც უწოდებენ. მისგან დამზადებული ფხვნილი მცენარეული ცილის იდეალური წყარო და ვეგანებისთვის საყვარელი ცილის შემავსებელი პროდუქტია. კონკრეტულად ამ რეცეპტში, მორინგას ფხვნილს შეგიძლიათ დაუმატოთ კომბოსტო, რომელიც იდეალური იქნება დღის ენერგიული დასაწყისისთვის.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ მორინგას ფხვნილი
- კომბოსტოს 2-3 ფოთოლი
- 1 ვაშლი, გათლილი და დაჭრილი
- 1 კიტრი, დაჭრილი
- 1 ჭიქა წყალი
დააბლენდერეთ კომბოსტო, ვაშლი და კიტრი. მოაყარეთ მორინგას ფხვნილი. დაასხით წყალი და კარგად აბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. სმუზის სისქე აკონტროლეთ წყლის დამატებით.
მიირთვით მომზადებისთანავე, რათა მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი ჯანსაღი ინგრედიენტებისგან.
- ავოკადო-კივის სმუზი
ავოკადო – სუპერფუდ პროდუქტია, რომელიც გაჯერებულია სასარგებლო ცხიმებით. ავოკადო გაძლევთ ენერგიას და გავიწყებთ შიმშილის შეგრძნებას.
ინგრედიენტები:
- 1 მწიფე ავოკადო
- 2 კივი
- 1 ბანანი
- ისპანახი
- 1 ჭიქა ცივი წყალი
კივი გაასუფთავეთ, დაჭერით ბანანი და ავოკადო. დაამატეთ ბლენდერში ისპანახთან ერთად. ჩაასხით ცივი წყალი. დააბლენდერეთ იქამდე, სანამ კრემისებრ მასას არ მიიღებთ.
ავოკადო-კივის სმუზს აქვს საოცარი, კრემისებრი გემო და მსუბუქი არომატი. უმჯობესია, თუ მიირთმევთ დილით, უზმოზე.
- ბანანის სმუზი თხილით
ამ სმუზის სახელიც კი ძალიან მადისაღმძვრელად ჟღერს. ცილებისა და ანტიოქსიდანტების შემცველი ნუში თქვენს სმუზს საოცარ არომატს, გემოს და ტექსტურას შესძენს.
ინგრედიენტები:
- 1 ბანანი
- 2 ს/კ ნუშის კარაქი
- 1 ჭიქა ბერძნული იოგურტი
- დაქუცმაცებული ნუში
დააბლენდერეთ ბანანი და ნუშის კარაქი. დაუმატეთ ბერძნული იოგურტი. დააბლენდერეთ მაღალ სიჩქარეზე, სანამ ერთიან და გლუვ მასას არ მიიღებთ. ჩაასხით ჭიქაში და მოაყარეთ ნუში.
მიირთვით მომზადებისთანავე, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ სასარგებლო საუზმიდან.
ჯანსაღი სმუზი დღის საუკეთესო დასაწყისია. ეს გემრიელი, ფერადი და ძალიან სასარგებლო საუზმე ძალიან მარტივად, სულ რამდენიმე წუთში შეგიძლიათ მოამზადოთ. სმუზების შემთხვევაში შეგიძლიათ თავი არ შეიზღუდოთ კონკრეტული რეცეპტებით და საკუთარი ფანტაზიის მიხედვით შეურიოთ სასარგებლო პროდუქტები ერთმანეთს. ჯანსაღი პროდუქტები, მათ შორის, თხილეული, ბოსტნეული, ხილი და სუპერსაკვები შეგიძლიათ მოიმარაგოთ ონლაინ მაღაზიიდან „ჩემი მარაგი“.