ბლოგი - ჩემი მარაგი

საახალწლო სუფრისთვის საჭირო პროდუქტები

ქართული საახალწლო სუფრა სტუმართმოყვარეობის, ტრადიციებისა და მრავალფეროვანი გემოების ზეიმია. კერძების სიუხვე მას ბარაქიანობის ნამდვილ სიმბოლოდ აქცევს. საცივი, გოზინაყი,  ფხალეული, ხაჭაპური- იმ ქართული ტრადიციული კერძების მცირე ჩამონათვალია, რომელიც საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

ამავდროულად, ნატურალური და ჯანსაღი წასახემსებლები – თხილეული, ბადაგი, ტყლაპი და ჩირეული – მას უფრო მრავალფეროვანს ხდის. სწორედ ეს ჰარმონიული ბალანსი ამდიდრებს ქართულ სუფრას, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა საახალწლო განწყობა და ქართული ტრადიციები.

რომელი წასახემსებლები უნდა იყოს ტრადიციულ ქართულ საახალწლო სუფრაზე?

 

თხილეული

თხილი ბარაქიანობის სიმბოლოა. ქართულ საახალწლო სუფრაზე ის ხშირად სხვადასხვა ვარიაციით ხვდება, ყველაზე ცნობილი კი გოზინაყი და ჩურჩხელაა. თხილეულს ასევე გამოიყენებენ სხვადასხვა მთავარი კერძების დასამზადებლად (მაგალითად, საცივში უმნიშვნელოვანესი კომპონენტია).

ნიგოზი, თხილი, ნუში – ხრაშუნა ტექსტურითა და ნატურალური არომატით შესანიშნავად აბალანსებს მძიმე კერძების სიმდიდრეს, რაც საახალწლო სუფრას უფრო მსუბუქსა და მრავალფეროვანს ხდის.

გემოვნურ მახასიათებლებთან და სიმბოლურ დატვირთვასთან ერთად, თხილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რადგან შეიცავს ყველა იმ საჭირო ვიტამინს და მინერალს, რომელიც დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე.

 

ჩირეული

საახალწლო სუფრა ჩირეულის გარეშე წარმოუდგენელია. ფერადი და არომატული ჯანსაღი ჩირეული სუფრას განსაკუთრებულ სილამაზეს სძენს.

სუფრაზე ჩირეულის დეკორირების უამრავი იდეა არსებობს. მაგალითად, თითოეულ სტუმარს შეგიძლიათ შესთავაზოთ ჩირეული პატარა ლანგრებით ან თეფშებით, სადაც მას ნუშით ან თხილით დაამშვენებთ.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ფერის ჩირები, რათა შექმნათ ფერადი ასორტი. ამ შემთხვევაში, გარგარის ჩირის მსუბუქი ფერი და შავი ქლიავის ღრმა ტონი შესანიშნავად ეწყმნის ერთმანეთს. ამ ორ ჩირეულს შეგიძლიათ დაუმატოთ ნუში, სხვადასხვა სახის თხილეული და ტყლაპი, რაც სუფრას უფრო მრავალფეროვანს და გემოვნებიანს გახდის.

 

ბადაგი

ქართული ტრადიციული დესერტების მოყვარულებისთვის თეთრსა და წითელ ბადაგში ამოვლებული თხილეული ნამდვილი დღესასწაულია. ეს არის სუფთა და ჯანსაღი წასახემსებელი, რომელიც სრულყოფილად ასახავს ქართულ ტრადიციებს.

თეთრ და წითელ ბადაგს შორის ერთი ძირეული განსხვავება არსებობს: თეთრი – თეთრი ყურძნის წვენისგან მზადდება, აქვს ნაზი გემო და ბუნებრივად ტკბილია, ხოლო წითელი – წითელი ყურძნის წვენისგან მზადდება, გამორჩეული ინტენსიური გემო და მდიდარი არომატი აქვს. მათში ამოვლებული თხილი, ნიგოზი და ნუში საოცარ გემოებს ქმნის, რაც საახალწლო სუფრას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და გამორჩეულს ხდის.

სუფრის დეკორირებისას შეგიძლიათ თეთრი და წითელ ბადაგში ამოვლებული თხილეული ცალკე პატარა ჯგუფებად დააწყოთ ლანგარზე და შექმნათ ფერების კონტრასტი, რაც სუფრას კიდევ უფრო ელეგანტურს და მიმზიდველს გახდის.

 

ტყლაპი

ქართულ საახალწლო სუფრას ტყლაპი ყოველთვის ამშვენებს. ქართული ხილის ტყლაპი თავისი უნიკალური გემოთი გამორჩეულია. მისი მოტკბო-მომჟავო გემო და რბილი კონსისტენცია სუფრაზე განსხვავებულ და კონტრასტულ გემოს ქმნის, რაც იდეალურად აბალანსებს მძიმე კერძებს.

იმისთვის, რომ ტყლაპები ლამაზად განათავსოთ, დაალაგეთ სხვადასხვა სახის ტყლაპები მინის ან თიხის თასებში. მაგალითად, შეგიძლიათ ვაშლის, ქლიავის, ტყემლის, გარგარისა და კივის ტყლაპებს დაამატოთ თხილეული და თაფლი და ისე მიიტანოთ სუფრაზე.

სწორედ მრავალფეროვნებასთან არსებული ეს ბალანსი – ტკბილ-მჟავის კონტრასტი და ცხელი და მსუბუქი კერძების ნაზავი – ქმნის იმ ქართულ სადღესასწაულო სუფრას, რომელიც სპეციალურად ახალი წლის ღამისთვის მზადდება. ეს სუფრა არა მხოლოდ გემოების ზეიმია, არამედ ოჯახისა და მეგობრების გაერთიანების.

ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ საახალწლო სუფრისთვის აუცილებელ წასახემსებლებს გთავაზობთ, რომლებიც უმაღლესი ხარისხით  და საუკეთესო ფასით გამოირჩევა. სასურველ პროდუქციას კი ჩვენი კურიერი  საქართველოს ნებისმიერ წერტილში, უფასო მიწოდების სერვისით მოგართმევთ.