საახალწლო კერძების 5 მარტივი რეცეპტი
ახალი წლის პერიოდი სითბოთი, სასიამოვნო განწყობითა და ბედნიერი მომენტებით გამოირჩევა, თუმცა მზადების პროცესი ზოგჯერ სტრესის მიზეზი ხდება – განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც დატვირთული გრაფიკი აქვს და სამზარეულოში ფუსფუსისთვის დრო არ რჩება. სწორედ ამ ადამიანებს გთავაზობთ 5 მარტივ საახალწლო რეცეპტს, რომელსაც ღუმელი და ცხობა არ სჭირდება.
იმისთვის, რომ დრო დაზოგოთ, თითოეული რეცეპტისთვის საჭირო ინგრედიენტებს მარტივად იპოვით ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“. თქვენი სუფრა კი გამორჩეულად ლამაზი და გემრიელი იქნება.
ბადრიჯნის რულეტები ნიგვზით
ქართული საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია ნიგვზიანი ბადრიჯანი. ვიზუალურად იმდენად ლამაზი და ფერადია, რომ ნებისმიერ სუფრას ალამაზებს და დაუვიწყარ გემოს სძენს. რეცეპტში გამოყენებული ნიგოზი და სანელებლები შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ „ჩემი მარაგის“ ონლაინ მაღაზიაში.
- 500 გრამი ბადრიჯანი
- 200-250 გრამი ნიგოზი
- 2-3 კბილი ნიორი
- 1 ჩ/კ ოხრახუში
- 1 ჩ/კ ქინძი
- ½ ჩ/კ წითელი წიწაკა
- მარილი გემოვნებით
- ბროწეულის მარცვლები მოსართავად
მომზადების წესი:
- ბადრიჯანი დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად. ტაფაზე მცირე რაოდენობის ზეთი დაასხით და ბადრიჯანი ორივე მხრიდან, შეოქროსფერებამდე შეწვით.
- შემწვარი ბადრიჯანი ქაღალდის ხელსახოცზე გადაიტანეთ, ზედმეტი ზეთი რომ დაიწრიტოს.
- ნიგოზი და ნიორი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, დაუმატეთ მარილი, წითელი წიწაკა, ქინძი და ოხრახუში. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა.
- თითოეულ ნაჭერს გადაუსვით მიღებული მასა და მიეცით რულეტის ფორმა
- გადაიტანეთ თეფშზე და მორთეთ ბროწეულის მარცვლებით.
სალათი „ოლივიე“
ვის წარმოუდგენია საახალწლო სუფრა ოლივიეს გარეშე? ეს სალათი ნამდვილად შეუცვლელი დღესასწაულის კერძია და ბავშვობის დროინდელ ნაცნობ გემოებსა და არომატს აღძრავს. ინგრედიენტების უმეტესობა შეგიძლიათ აღმოაჩინოთ „ჩემი მარაგის“ ხილ-ბოსტნეულის კატეგორიაში.
- 4 ცალი მოხარშული კარტოფილი
- 1-2 ცალი მოხარშული სტაფილო
- 3 ცალი მოხარშული კვერცხი
- 2 ცალი მჟავე კიტრი
- 3-4 ს/კ მაიონეზი
- 300 გრამი ბარდა
- 1 კონა კამა
- 1 თავი ხახვი
- მარილი – პილპილი გემოვნებით
- უცხო სუნელები – გემოვნებით
მომზადების წესი:
- კარტოფილი, სტაფილო, კვერცხი და მჟავე კიტრი პატარა კუბიკებად დაჭერით. ჩაუმატეთ ბარდა.
- ასევე წვრილად დაჭერით კამა და მწვანე ხახვი. აურიეთ სხვა ინგრედიენტებთან ერთად. მოაყარეთ მარილი, პილპილი და უცხო სუნელები.
- დაუმატეთ მაიონეზი და კარგად აურიეთ. რამდენიმე წუთით მაცივარში გააცივეთ.
ბრი თხილეულით და ჩირეულით
ეს ფრანგული წარმოშობის აპეტაიზერის მომზადება განსხვავებული ხერხითა და უსწრაფესად არის შესაძლებელი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი გემოები გიყვართ და რას ანიჭებთ უპირატესობას. დასაწყებად დაგჭირდებათ ფრანგული სახეობის ყველი ბრი, ხოლო თხილეულისა და ჩირეულის სასურველ კომბინაციას „ჩემს მარაგში“ აარჩევთ.
კლასიკური საახალწლო ვერსია: ბრის დაუმატეთ ოდნავ მოხალული ნიგოზი, გარგარის ჩირი და თაფლი.
კონტრასტული გემოს მოყვარულთათვის: ფისტა, ქლიავის ჩირი და თაფლი.
სტანდარტული გემო: თხილი, ქიშმიში და თაფლი იდეალური კომბინაცია იქნება.
ეს აპეტაიზერი შეგიძლიათ მიირთვათ ბაგეტთან, ტოსტთან ან შავ პურთან ერთად.
პანაკოტა
პანაკოტა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი, მაგრამ ამავდროულად ელეგანტური საახალწლო დესერტია. ეს იტალიური ნუგბარი სულ რაღაც 5 წუთში მზადდება და საოცრად მადისაღმძვრელად გამოიყურება. მოსართავად გამოიყენეთ „ჩემი მარაგის“ ნიგოზი ან სხვადასხვა გემოს მურაბა.
ინგრედიენტები:
- 400 მლ ნაღები (33-35%)
- 50-70 გრამი შაქარი
- 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
- 1 პაკეტი ჟელატინი
- 3 ს/კ წყალი (ჟელატინის დასველებისთვის)
- მოსართავად: ნიგოზი, თაფლი ან მურაბა.
მომზადების წესი:
- ჟელატინი გახსენით ცივ წყალში და დაელოდეთ 5-10 წუთი.
- ნაღები და შაქარი ჩაასხით პატარა ქვაბში და ნელ ცეცხლზე მიიყვანეთ ადუღებამდე, თუმცა არ აადუღოთ.
- ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, დაუმატეთ ვანილი და ნელ-ნელა ჩაასხით ჟელატინი.
- კარგად აურიეთ, რათა ჟელატინი კარგად დაიშალოს.
- მიღებული მასა ჩაასხით ჭიქაში და შედგით მაცივარში 2-3 საათით.
- მორთეთ დესერტი თხილეულით, მურაბით ან თაფლით. გემრიელად მიირთვით!
გოზინაყი
გოზინაყი ქართული საახალწლო სუფრის ტრადიციული ნუგბარია. მისი მომზადება მარტივია და არ საჭიროებს დიდ დროსა და ენერგიას. ინგრედიენტებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ „ჩემი მარაგის“ უმაღლესი ხარისხის ნიგოზი, ძლიერი არომატისთვის კი – ალპური ან წაბლის თაფლი.
ინგრედიენტები:
- 2 ჩ/კ ნიგოზი
- 5 ჩ/კ თაფლი
- 5 ს/კ შაქარი
მომზადების წესი:
- ცხელ ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე ნიგოზი კარგად მოხალეთ.
- მოხალული ნიგოზი წვრილად დაჭერით.
- იგივე ტაფაში გადაიტანეთ თაფლი, დაბალ ცეცხლზე ადუღეთ და მოურიეთ 3 წუთის განმავლობაში.
- გამორთეთ ქურა და დაელოდეთ მასის შეგრილებას.
- როდესაც მასა ოდნავ შეგრილდება, ჩართეთ ქურა და დაუმატეთ შაქარი. ინტენსიურად ურიეთ.
- როგორც კი მასა გამუქდება, ჩაამატეთ დაჭრილი ნიგოზი და ურიეთ კიდევ დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში.
- გადმოდგით მასა ოდნავ სველ დაფაზე, გააბრტყელეთ და არ აცადოთ ბოლომდე გაციება. მაშინვე დაიწყეთ გოზინაყის დაჭრა.
ასევე, უგემრიელესი მზა გოზინაყის შეძენა ონლაინ მაღაზიაში ,,ჩემი მარაგი“ შეგიძლიათ.
„ჩემი მარაგი“ ზრუნავს იმისთვის რომ, საახალწლო სამზადისი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო პროცესად იქცეს. საუკეთესო ხარისხი პროდუქტები, საუკეთესო ფასად და უფასო მიწოდების სერვისი, ნამდვილად გაგიმარტივებთ წინასაახალწლოდ საოჯახო მარაგების შესყიდვის პროცესს.
ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგის“ ასორტიმენტი 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს, მათ შორის არის თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა, საკონდიტრო, მიქსები, სუნელები და სხვადასხვა სახის ნაკრები. მიწოდების სერვისი კი უფასოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით.