როგორ მოვამზადოთ დუბაის შოკოლადი სახლის პირობებში
ბოლო რამდენიმე კვირაა ქართული და მსოფლიო ინტერნეტ სივრცე უჩვეულო, ეგზოტიკური გემოს მქონე ტკბილეულმა მოიცვა. ხრაშუნა და მწვანე ფერის შიგთავსის მქონე დუბაის შოკოლადი ყველანაირ აუდიტორიას მისწვდა და მათი გულიც დაიპყრო. სოციალურ ქსელებში ამ ტკბილეულის დაგემოვნებისა თუ დამზადების ათიათასობით ვიდეო გამოჩნდა. თავად ბაზარზე კი დუბაის შოკოლადის გაყიდვები რეკორდულად გაიზარდა. როგორც აღმოჩნდა, მისი დამზადება სახლის პირობებშიც შეიძლება და დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუ გავითვალისწინებთ ინგრედიენტების სიმცირესა და მომზადების მარტივ პროცესს, დუბაის შოკოლადის დამზადება ნებისმიერი კულინარიული უნარების მქონე ადამიანს შეუძლია.
შოკოლადის მსოამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
ქადაიფი, ფსტის კარაქი და შოკოლადი. განვიხილოთ თითოეული მათგანი.
ქადაიფი
ქადაიფი დუბაის შოკოლადის მთავარი და უნიკალური ინგრედიენტია. ეს არის ხრაშუნა ტექსტურის მქონე ვერმიშელის მსგავსი პროდუქტი, რომელსაც ხშირად იყენებენ თურქული ტკბილეულის მოსამზადებლად. ქადაიფი დუბაის შოკოლადს აძლევს იმ უნიკალურ, ხრაშუნა ტექსტურას, რომლითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.
ფსტის კარაქი
ფსტის კარაქი ქადაიფთან ერთად დუბაის შოკოლადის უმთავრესი ინგრედიენტია, რომელიც ამ ტკბილეულს ღვთაებრივ გემოს ანიჭებს. ზოგადად, ფსტა მდიდარია პროტეინებითა და ჯანსაღი ცხიმებით, რაც მის გემოვნურ და კვებით ღირებულებებს ერთიორად ზრდის. ნოყიერი და ჯანსაღი ფსტა გამოირჩევა განსაკუთრებული არომატით და სიტკბოთი, რაც დუბაის შოკოლადს განსხვავებულ გემოს სძენს.
დუბაის შოკოლადში გამოყენებული ფსტის კრემის შეძენა სხვადასხვა მაღაზიაში არის შესაძლებელი, თუმცა უფრო ბიუჯეტური ვარიანტი მისი სახლში დამზადებაა, რაც ასევე საშუალებას მოგცემთ კარაქის შემადგენლობა თქვენს გემოვნურ მახასიათებლებს მოარგოთ.
ინგრედიენტები:
- ფსტა – 350 გრამი
- ქადაიფი – 150 გრამი
- კარაქი – 30 გრამი
- რძიანი შოკოლადი – 250 გრამი
მომზადების წესი:
350 გრამი მოხალული და გარჩეული ფსტა მოათავსეთ ბლენდერში და აქციეთ ერთიან მასად. დაგჭირდებათ მძლავრი ბლენდერი და 10-15 წუთი. პერიოდულად გათიშეთ ბლენდერი და ამოურიეთ მასას. ფისტას კარაქიც მზადაა.
ამის შემდეგ, სასურველ ფორმაში თანაბრად გაანაწილეთ გამდნარი რძიანი შოკოლადი და ამოიყვანეთ კიდეები. ფორმა მოათავსეთ საყინულეში დაახლოებით 20 წუთი, რადგან გამყარდეს და შიგთავსი მარტივად გადანაწილდეს.
ტაფაზე გაალღვეთ 30 გრამი კარაქი და მოხალეთ ქადაიფი. მოხალული ქადაიფი გადაურიეთ მომზადებულ ფსტის კარაქს და შიგთავსიც მზად არის.
20 წუთის შემდეგ რძიანი შოკოლადის გამყარებულ ფენაზე გაანაწილეთ ფსტის კარაქისა და ქადაიფის მასა. კვლავ დააბრუნეთ საყინულეში 10 წუთი. ბოლოს მოასხით რძიანი შოკოლადი, ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ და დააყოვნეთ მაცივარში 45-50 წუთი.
როგორც ხედავთ, დუბაის შოკოლადის მომზადება სახლის პირობებში საკმაოდ მარტივად არის შესაძლებელი. ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ კი შეგიძლიათ დუბაის შოკოლადის მთავარი ინგრედიენტი – ფისტა სააქციო ფასად შეიძინოთ. ხელით ნარჩევ ამ უგემრიელეს პროდუქტს ჩვენი კურიერი საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასო მიტანის სერვისით მოგართმევთ.