ბლოგი - ჩემი მარაგი

თხილეულის კარაქი – ვეგანური და ჯანსაღი არჩევანი

ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი” ახალი, გემრიელი სიახლე გამოჩნდა – თხილეულის კარაქის ხაზი, რომელიც უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომია. მიწის თხილის, ქეშიუს, ნუშის, ქოქოსის და შოკოლადის კარაქი 100%-ით ვეგანურია და არ შეიცავს გლუტენსა და შაქარს, მზადდება მხოლოდ ბუნებრივი ინგრედიენტებით.

თხილეულის კარაქის ასორტიმენტი შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ სხეულსა და გარემოზე ზრუნავენ ანუ მათთვის, ვინც ყურადღებით არჩევს პროდუქტებს და უპირატესობას ანიჭებს ჯანსაღ და დაბალანსებულ საკვებს. ბოლო წლებში ასეთი მიდგომა უფრო და უფრო პოპულარული ხდება: ადამიანები ირჩევენ ალტერნატიულ პროდუქტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ამ ტენდენციის პასუხად, თხილეულის კარაქი ბევრი მომხმარებლისთვის გახდა ტრადიციული, ცხოველური წარმოშობის კარაქის ბუნებრივი შემცვლელი.

თხილეულის კარაქი არ შეიცავს ქოლესტერინს, მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, ცილებითა და ვიტამინებით, რაც ორგანიზმს ავსებს ენერგიით და ამცირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

გაეცანით, თუ რატომ უნდა მიირთვათ „ჩემი მარაგის“ თხილეულის კარაქი და რა სარგებლის მოტანა შეუძლიათ მათ თქვენი ჯანმრთელობისთვის.

 

მიწის თხილის კარაქი

მიწის თხილის იგივე არაქისის კარაქი ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო და მრავალფეროვან პროდუქტად ითვლება. ის განსაკუთრებით პოპულარულია ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის და ხშირად ხვდება მათ მენიუში, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს ან ცდილობს წონის მომატებას.

მაღალი ცილის შემცველობა ხელს უწყობს კუნთების აღდგენასა და შენებას, ხოლო ჯანსაღი ცხიმებისა და უჯრედისის კომბინაცია ეხმარება ორგანიზმს უფრო დიდხანს შეინარჩუნოს დანაყრების შეგრძნება.

კვლევების მიხედვით, მიწის თხილის რეგულარული მირთმევა დადებითად მოქმედებს გულის ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ის შეიცავს მაგნიუმს, კალიუმს და ვიტამინ E-ს, რომლებიც აუცილებელია ენერგიისთვის და იმუნური სისტემის გამართულად მუშაობისთვის.

რადგან „ჩემი მარაგის“ მიწის თხილის კარაქი არ შეიცავს გლუტენსა და შაქარს, ის მარტივად შეიძლება გახდეს ჯანსაღი კვების ყოველდღიური ნაწილი.

კულინარიაში მას ფართო გამოყენება აქვს, შეგიძლიათ მოამზადოთ: ფაფები, დესერტები, სმუზები ან უბრალოდ გადაუსვათ ტოსტს.

 

ქეშიუს კარაქი

ქეშიუს კარაქი მზადდება დაფქული ქეშიუსგან და არ შეიცავს შაქარს და გლუტენს. გამოირჩევა ნაზი, კრემოვანი სტრუქტურით, რომელიც შესანიშნავად ერწყმის ფაფებს, დესერტებს, სენდვიჩებსა და სმუზებს. ასევე ხშირად გამოიყენება ვეგანურ კერძებშიც.

ქეშიუს კარაქი მიწის თხილის კარაქის იდეალური ალტერნატივაა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მიწის თხილზე ალერგია აქვს ან ვისაც სურს მეტი ჯანსაღი ცხიმი მიიღოს. ქეშიუ მდიდარია მონოუჯერი ცხიმებით, რომლებიც ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და „ცუდი“ ქოლესტერინის დონის შემცირებას. გარდა ამისა, ქეშიუს კარაქი შეიცავს თიამინს (ვიტამინ B1), მაგნიუმს და რკინას – მინერალებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ენერგიის გამომუშავებასა და იმუნური სისტემის გამართულად მუშაობაში. ამიტომ ის შესანიშნავი დამატებაა მათთვის, ვისაც სურს გემრიელი და ამავდროულად ჯანსაღი პროდუქტი.

 

ნუშის კარაქი

ნაზი ტექსტურისა და განსაკუთრებული გემოს წყალობით, ნუშის კარაქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეული კარაქია მათთვის, ვინც ჯანსაღ ცხოვრებას ან ვეგანურ დიეტას მისდევს.

ნუშის კარაქი გამორჩეულია ვიტამინ E-ს მაღალი შემცველობით, მხოლოდ ერთი კოვზი უზრუნველყოფს ორგანიზმში დღიური მოთხოვნილების დაახლოებით 25-30%-ით შევსებას. ეს ანტიოქსიდანტი იცავს უჯრედებს დაბერებისგან და ხელს უწყობს კანისა და თმის ჯანმრთელობას.

გარდა ამისა, ნუში მდიდარია მონოუჯერი ცხიმებითა და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი თავისით ვერ გამოიმუშავებს.

ნუშის კარაქი, სხვა მცენარეული კარაქების მსგავსად, ვეგანურია და არ შეიცავს შაქარსა და გლუტენს. ამიტომ ის შესაფერისია ცელიაკიის მქონე, ალერგიული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც აკონტროლებს შაქრის მოხმარებას.

 

ქოქოსის კარაქი

„ჩემი მარაგის“ ასორტიმენტში ასევე შედის ქოქოსის კარაქი. ტრადიციული კარაქისგან განსხვავებით, ის მზადდება ქოქოსის ზეთისგან და არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ცხიმებს, ქოლესტერინსა და ლაქტოზას. სწორედ ამიტომ, ქოქოსის კარაქი უფრო მარტივად ასათვისებელია ორგანიზმისთვის და არ იწვევს სიმძიმის შეგრძნებას.

ქოქოსის კარაქი არა მხოლოდ გემრიელია, არამედ სასარგებლოც: ის შეიცავს საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს (MCT), რომლებიც ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის დაჩქარებას.

ქოქოსის კარაქი განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც უყვარს ქოქოსის ნაზი, ტროპიკული გემო.

 

შოკოლადის კარაქი

ტკბილეულის მოყვარულებისთვის ვეგანური შოკოლადის კარაქი იდეალური არჩევანი იქნება.

გემოსა და  ბალანსის წყალობით, შოკოლადის კარაქი ენერგიისა და განწყობის ბუნებრივი წყაროა. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებით მდიდარ კაკაოს, რომელიც ცნობილია სეროტონინის, „ბედნიერების ჰორმონის“, გამომუშავების სტიმულირებით.

შოკოლადის კარაქს კულინარიაში მრავალფეროვანი გამოყენება აქვს: შეგიძლიათ დაამატოთ სმუზებში, ფაფებში, დესერტებსა და ვეგანურ ნამცხვრებში.

ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ მარტივად შეგიძლიათ  შეარჩიოთ თქვენი საყვარელი თხილეულის კარაქი. ,,ჩემ მარაგში” ასევე დაგხვდებათ  500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიაში: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა და სხვა. სასურველ შეკვეთას კი ჩვენი კურიერი, საქართველოს მასშტაბით, უფასოდ მოგართმევთ.