ბლოგი - ჩემი მარაგი

ეგზოტიკური ჩირეული – განსხვავებული არომატები გურმანებისთვის

ეგზოტიკური გემოების მოყვარულებისთვის, რომლებიც ახალი და განსხვავებული არომატების ძიებაში არიან, სასურველი პროდუქტების შეძენა (მათი იშვიათი გავრცელების გამო) შეიძლება გამოწვევა იყოს. თუმცა მოთხოვნა ამ უკანასკნელზე ნელ-ნელა იზრდება, მათ შორის, საქართველოშიც. სწორედ ამიტომ ონლაინ მაღაზია „ჩემი მარაგი“ ეგზოტიკური ჩირეულის მოყვარულებს ფართო არჩევანს სთავაზობს. ბანანის, ვნების, ქოქოსის, მანგოს, პაპაიას და ჰიბისკუსის ჩირები – თითოეულ მათგანს თავისებური გემო, ეგზოტიკური ვიზუალი და სასარგებლო თვისებები გააჩნია, რომლებზეც სწორედ ამ სტატიაში ვისაუბრებთ.

 

ვნების ჩირი

მეწამულისფერი ვნების იგივე მარაკუიას ჩირი გამოირჩევა ეგზოტიკური ფერით, თუმცა არანაკლებ ეგზოტიკურია მისი გემო, რომელიც აერთიანებს ტკბილ და მსუბუქ მჟავიანობას. ჩირის განსხვავებული არომატი ახლებურ ელფერს მატებს სხვადასხვა კერძს, იქნება ეს დილის საუზმე (სმუზები, იოგურტი, გრანოლა), სალათები თუ თევზისა და ხორცის მარინადები. ასევე შესანიშნავია შოკოლადებსა და ნამცხვრებში.

ვნების ჩირი – მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით C და A), ანტიოქსიდანტებით და უჯრედისით, რაც აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და ეხმარება ორგანიზმს ენერგიის შენარჩუნებაში.

 

ქოქოსის ჩირი

ქოქოსის მოყვარულებისთვის ქოქოსის ჩირი თავისი უნიკალური გემოვნური მახასიათებლებით სწრაფად გახდება ერთ-ერთი საყვარელი ჩირეული. ეგზოტიკურ გემოსთან ერთად, ის ნამდვილი ენერგიის წყაროა. მასში შემავალი საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები ორგანიზმში სწრაფად შეიწოვება და ენერგიის წყაროდ გარდაიქმნება, რაც მეტაბოლიზმის გაძლიერებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ქოქოსის ჩირი მდიდარია უჯრედისით და იდეალურია საჭმლის მონელებისა და მადის რეგულირებისას. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც აქტიური ცხოვრების წესს მისდევს ან წონის კორექტირებას ცდილობს. ქოქოსი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან მინერალებს, მათ შორის მანგანუმს, სპილენძს და სელენს, რომლებიც იმუნური სისტემის გაძლიერებასა და ანტიოქსიდანტურ დაცვაში მონაწილეობენ.

კულინარიაში ქოქოსის ჩირი უნივერსალური ინგრედიენტია. მისი ნაზი, ტკბილი გემო და მსუბუქი თხილისებრი არომატი ნებისმიერ კერძს—ტკბილს თუ მლაშეს—განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. ქოქოსის ჩირით შეგიძლიათ მოამზადოთ სალათები, ბლინები, ენერჯი ბურთულები, ცომეული, ხორცისა და ბოსტნეულის კერძები და თქვენს კულინარიულ ნამუშევრებს უფრო ეგზოტიკური არომატი შემატოთ.

 

პაპაიას ჩირი

ფერადი პაპაიას ჩირი ტროპიკული გამომშრალი პაპაიას ნაჭრებისგან მზადდება. მისი სასიამოვნო ვიზუალი იდეალურად ერწყმის ჩირის ტკბილ, ოდნავ კარამელიზებულ გემოს. პაპაიას ჩირი ჯანმრთელობისთვის მრავალმხრივ სასარგებლოა. ის მდიდარია C ვიტამინით, (აძლიერებს იმუნურ სისტემას), ბეტა-კაროტინებით (აახალგაზრდავებს კანს), კალიუმით, რკინით, კალციუმითა და მაგნიუმით (ხელს უწყობს კუნთებისა და ძვლების ჯანმრთელობას).

პაპაიას ჩირი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ხემსი, ასევე დაამატოთ იოგურტებში, ბლინებში, სალათებსა და ნაყინში. იდეალური ინგრედიენტია ნამცხვრებისთვის, რადგან ცომს გამორჩეულ სიტკბოსა და ტროპიკულ გემოს სძენს.

 

ჰიბისკუსის ჩირი

ჰიბისკუსის ჩირი უნიკალური გემოვნური პროფილით გამოირჩევა – მას აქვს მჟავე, ოდნავ მარწყვისა და ჟოლოს მსგავსი არომატი, რისგანაც ძირითადად ამზადებენ ჩაის, არომატულ სიროფებს, ჯემებსა და აფორმებენ სალათებს. მისი უცხო, მკვეთრი ფერი ხშირად ტკბილეულისა და მთავარი კერძების გაფორმებისთვის გამოიყენება, რათა მათ განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტი შესძინოს.

 

ბანანის ჩირი

მიუხედავად იმისა, რომ ბანანი ეგზოტიკური ხილი არ არის და ფართოდ გავრცელებული პროდუქტია, ბანანის ჩირზე იგივე არ ითქმის. ბანანისგან განსხვავებით, ბანანის ჩირი ნაკლებად ხელმისაწვდომია. თუმცა ეს მხოლოდ ერთადერთი განსხვავება არ არის. ჩირი გამოირჩევა საკვები ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციით, შესაბამისად, ის შეიცავს უფრო მეტ კალიუმს, მაგნიუმს, რკინასა და უჯრედისს, ვიდრე თავად ბანანი.  ასევე ხილისგან განსხვავებით, მისი მთავარი უპირატესობა – გრძელი შენახვის ვადაა.

კარამელივით ტკბილი და ხრაშუნა ბანანის ჩირი გამოიყენება ხემსად და უმატებენ გრანოლას, იოგურტს, ტკბილეულს ან იყენებენ ბლინებისა და მუსების მოსამზადებლად.

 

სწორედ ამ ეგზოტიკურ გემოებს ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ იპოვით.  ჩირეულის ფართო არჩევანთან ერთად, ბრენდი მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის 500-მდე დასახელების საკვებ პროდუქტს სთავაზობს. იმისთვის, რომ ნებისმიერი ტიპის რჩეული ხარისხის პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ჩვენი კურიერი ნებისმიერი მოცულობის შეკვეთას მთელი ქვეყნის მასშტაბით უფასო მიწოდების სერვისით მოგართმევთ.