წვნიანი კერძების რეცეპტები იმუნიტეტის გასაძლიერებლად

ცივი ამინდის მოახლოებასთან ერთად, ორგანიზმის იმუნური სისტემა თანდათან სუსტდება და საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას. სწორედ ამიტომ, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერება, რათა ორგანიზმმა შეძლოს ვირუსებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლა.
იმუნური სისტემის გასაძლიერებლად აუცილებელია სრულფასოვანი და დაბალანსებული კვება, რომელიც ყველა საჭირო მაკრო და მიკრონუტრიენტს შეიცავს. ასეთ დროს განსაკუთრებით სასარგებლო და სეზონურია თბილი, ნოყიერი წვნიანი კერძები. გემოვნურ მახასიათებლებთან ერთად, ისინი ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით ამდიდრებს.
ბლოგში გაგაცნობთ წვნიანი კერძების რეცეპტებს, რომლებიც გემრიელად, ბუნებრივად და ეფექტურად გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას.
ოსპის წვნიანი
ამ წვნიანს ყველა ის საჭირო ინგრედიენტი აქვს, რაც იმუნიტეტს გაძლიერებაში ეხმარება. მაგალითად: სტაფილო ბეტა-კაროტინებს შეიცავს, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებს, ნიორი ძლიერი ბუნებრივი ანტიბიოტიკია, ოსპი – მაღალი ხარისხის მცენარეული ცილა, კურკუმა კი ანტიანთებითი თვისებებით ხასიათდება.
ინგრედიენტები:
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 საშუალო წითელი ხახვი, წვრილად დაჭრილი
- 2 კბილი ნიორი, დაქუცმაცებული
- 1 ჩ.კ. კურკუმა
- 2 საშუალო სტაფილო, დაჭრილი
- 2 საშუალო კარტოფილი, კუბებად დაჭრილი
- 1 პატარა ტკბილი კარტოფილი (სურვილისამებრ, დამატებითი სიტკბოებისა და ბეტა-კაროტინისთვის)
- 5-6 ს.კ. კინოა ან ოსპი (ცილებისა და ბოჭკოსთვის)
- 1 ლიტრი ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი
- მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
- ½ ჩ.კ. ქონდარი (ანტიბაქტერიული ეფექტისთვის)
- ახალი ოხრახუში
მომზადების წესი:
- ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ ხახვი შეოქროსფერებამდე.
- დაამატეთ ნიორი და კურკუმა, მოშუშეთ 1 წუთის განმავლობაში.
- დაამატეთ სტაფილო, კარტოფილი და ტკბილი კარტოფილი, შემდეგ აურიეთ.
- დაასხით ბულიონი (ან წყალი), დაამატეთ ოსპი, მარილი და სანელებლები.
- აადუღეთ, შემდეგ კი დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 25–30 წუთი, სანამ ბოსტნეული დარბილდება.
- სურვილისამებრ, შეგიძლიათ წვნიანი დააბლენდეროთ და მოაყარეთ ახალი მწვანილი.
ბოსტნეულის წვნიანი
ცივ სეზონზე ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ბუნებრივი ენერგია.
გემრიელი, მსუბუქი და სურნელოვანი წვნიანი, ავსებს ორგანიზმს ვიტამინებითა და ენერგიით.
ინგრედიენტები:
- 1 საშუალო ზომის ხახვი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
- 1 კბილი ნიორი
- 2 საშუალო ზომის სტაფილო
- 2 საშუალო ზომის კარტოფილი
- 200 გრ დაჭრილი ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო
- ½ ჩ.კ. ქინოა
- 700 მლ მცენარეული ბულიონი ან წყალი
- 1 ლიმონის წვენი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გააცხელეთ ზეითუნის ზეთი ქვაბში და მოშუშეთ ხახვი და ნიორი საშუალო ცეცხლზე, სანამ გამჭვირვალე და ოდნავ ოქროსფერი არ გახდება.
- ჩაამატეთ სტაფილო და კარტოფილი, დაასხით ბულიონი ან წყალი,დაუმატეთ მარილი და სანელებლები, ადუღეთ 10-15 წუთი.
- დაამატეთ ქინოა და ხარშეთ 10 წთ, ბოლოს დაამატეთ ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5-7 წუთი.
- ჩააწურეთ ლიმონი და მოაყარეთ ახალი მწვანილი.
ქათმის წვნიანი ძვლის ბულიონით
თუ გინდათ მიირთვათ თბილი, მსუბუქი და ჯანსაღი კერძი, რომელიც თქვენს იმუნიტეტს გააძლიერებს, ეს ქათმის წვნიანი შესაფერისი ვარიანტი იქნება.
ძვლებზე მომზადებული ბულიონი ამდიდრებს ორგანიზმს კოლაგენითა და მინერალებით, ქათმის ხორცი პროტეინებისა და რკინის უმდიდრესი წყაროა, ხოლო ჯანჯაფილი, ნიორი და ხახვი ბუნებრივი იმუნოსტიმულატორებია, რომლებიც დაგეხმარებათ ამ სეზონზე ნაკლებად გაცივდეთ.
ინგრედიენტები:
- 500 გ ქათმის ხორცი (ძვლებიანად)
- 1.5 ლ ძვლის ბულიონი
- 1 ცალი წითელი ხახვი
- 2-3 სტაფილო
- 1 სმ ჯანჯაფილის ფესვი (გახეხილი ან წვრილად დაჭრილი)
- 2 კბილი ნიორი (გახეხილი)
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
- ახალი ოხრახუში ან კამა – გემოვნებით
- 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი (სურვილისამებრ)
მომზადება:
- გადაიტანეთ ქათმის ხორცი ღრმა ქვაბში, დაასხით ძვლის ბულიონი და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 20-25 წუთი.
- ამ დროს მოამზადეთ ხახვი, სტაფილო, ჯანჯაფილი და ნიორი.
როცა ქათამი ნაწილობრივ მოიხარშება, ჩაამატეთ ბულიონში ბოსტნეულთან ერთად. - ხარშეთ კიდევ 10-15 წუთი, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება და წვნიანი არ შეიძენს ინტენსიურ არომატს.
- დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. სურვილისამებრ, ჩაასხით ცოტა ზეითუნის ზეთი.
- მორთეთ წვნიანი ახალი ოხრახუშით ან კამით.
თხილეულისა და მარცვლეულის ტოპინგი წვნიანი კერძებისთვის
ცივ დღეებში ჩვენი ორგანიზმი განსაკუთრებულ ზრუნვას ითხოვს.
თხილეულის და მარცვლეულის ეს ტოპინგი ხრაშუნა ფენას ქმნის, რომელიც წვნიანს უფრო გემრიელს, ხოლო თქვენს იმუნიტეტს უფრო ძლიერს ხდის.
თითოეული კოვზი სავსეა ომეგა ცხიმოვანი მჟავებით, ცილებითა და მინერალებით.
ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი გოგრის თესლი
- 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის თესლი
- 1 სუფრის კოვზი სელის თესლი
- 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი
- 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ნუში
- 2 სუფრის კოვზი დაჭრილი თხილი ან კაკალი
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ ქოქოსის ზეთითაც შეცვალოთ)
- ნახევარი ჩაის კოვზი ზღვის მარილი
სურვილისამებრ:
- ნახევარი ჩაის კოვზი პაპრიკა ან შებოლილი პაპრიკა
- ნახევარი ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი
- მწიკვი შავი პილპილი
მომზადება:
- გააცხელეთ ღუმელი 170°C-მდე.
- ჯამში აურიეთ ყველა თესლი და თხილეული, დაამატეთ ზეთი, მარილი და სანელებლები.
- გადაანაწილეთ ნაზავი საცხობ ქაღალდზე ერთ ფენად.
- აცხვეთ დაახლოებით 10-12 წუთი, სანამ არომატს არ იგრძნობთ.
- გააციეთ სრულად და შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ქილაში – ასე შეინარჩუნებს სიხრაშუნეს დაახლოებით ორ კვირამდე.
საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზია ,,ჩემი მარაგი” 500-ზე მეტის დასახელების რჩეულის ხარსიხის პროდუქტს გთავაზობთ უკონკურენტო ფასად. ცივ დღეებში გარეთ გასვლა რომ არ მოგიწიოთ, სასურველ პროდუქტს ჩვენი კურიერი, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას, უფასო მიტანის სერვისით მოგართმევთ.