ბლოგი - ჩემი მარაგი

სასარგებლო თვისებებით მდიდარი კენკროვანი ჩირეული

კენკროვანი ჩირეული ჯანსაღი და მრავალმხრივ გამოყენებადი პროდუქტია, რომელიც კენკრის დაჭრითა და გამოშრობით მიიღება. ჩირეულში შენარჩუნებულია საკვები ნივთიერებების უმეტესობა და განსაკუთრებული გემოვნური მახასიათებლები.

ტკბილი – მომჟავო გემო და კონცენტრირებული არომატი კენკრის ჩირეულს კულინარებისთვის ერთ-ერთ ფავორიტ შაქრის ჩამნაცვლებელ ინგრედიენტად გარდაქმნის, რადგან ის ხელს უწყობს კერძებში გემოების გაძლიერებასა და ტექსტურის ჩამოყალიბებას.

გემრიელთან ერთად, კენკრის ჩირეული ჯანმრთელობისთვის მრავალ სასარგებლო თვისებას შეიცავს. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ორგანიზმს უჯრედული დაზიანებისგან იცავს და ვიტამინებით, როგორებიცაა A, C, K და E. მაგალითად, მარწყვის ჩირი ვიტამინ C-ს შესანიშნავი წყაროა, რომელიც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას. ჟოლოს ჩირი შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს მასში ქოლესტერინის დონეს. მოცხარის და შტოშის ჩირი ნაწლავების მოძრაობას უწყობს ხელს და ამცირებს შებერილობის შეგრძნებას. მოცვის ჩირის რეგულარული მოხმარება კი აუმჯობესებს მეხსიერებას.

კენკროვანი ჩირი შაქრის ბუნებრივი ალტერნატივაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც კერძებში ბუნებრივი სიტკბოა საჭირო და არა ზედმეტი შაქარი. კულინარიაში მას მრავალმხრივი გამოყენება აქვს: ამატებენ სალათებში, სმუზებსა და დესერტებში. ასევე ამზადებენ არომატულ ჩაისაც.

წარმოგიდგენთ 4 რეცეპტს, რომელთა მთავარი ინგრედიენტი კენკროვანი ჩირია.

 

მოცვის ჩირის მაფინები

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1/2 ჭიქა კარაქი (ოთახის ტემპერატურის)
  • 1 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 1/2 ჭიქა მოცვის ჩირი
  • 1/2 ჩაის კოვზი მარილი
  • 3/4 ჭიქა შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 3/4 ჭიქა რძე
  • 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

მომზადება:

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190°C-მდე. ჯამში ათქვიფეთ კარაქი და შაქარი. უნდა მიიღოთ ჰაეროვანი და ფაფუკი მასა. ცალკე ჯამში შეურიეთ მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთს: ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი.

კარაქისა და შაქრის მასაში ერთდროულად დაამატეთ ორივე კვერცხი. ამის შემდეგ დაასხით რძე და ვანილის ექსტრაქტი, ნაზად აურიეთ. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი კონსისტენცია.

სველი ინგრედიენტები ფრთხილად შეურიეთ მშრალ ინგრედიენტებს. ცომი ძალიან არ გადაზილოთ, რათა მაფინები ნაზი და ჰაეროვანი დარჩეს        მიღებულ მასას დაამატეთ მოცვის ჩირი და ისე ნაზად გადაურიეთ, რომ თანაბრად გადანაწილდეს. მაფინების ფორმებს კარგად წასვით ცხიმი ან გამოიყენეთ ქაღალდის ფორმები. თითოეულ უჯრაში ჩაასხით ცომი ფორმის 3/4-ზე.

აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 25-30 წუთის განმავლობაში. ცხობის შემდეგ, გააციეთ მაფინები და მიირთვით ჩაისთან ერთად ან შუადღის ტკბილეულად.

 

ჟოლოს ჩირის და ნუშის ნამცხვრები

ინგრედიენტები:

  • 2 1/4 ჭიქა (200 გ) ნუშის ფქვილი ან წვრილად დაფქული ნუში, გატარებული
  • 1 ჭიქა (200 გ) შაქარი
  • ერთი მუჭა გაყინული ჟოლოს ჩირი, ძალიან წვრილად დაფქული (დაახლოებით 1/4 ჭიქა ჟოლოს ფხვნილი)
  • მწიკვი მარილი
  • 2 დიდი კვერცხის ცილა (დაახლოებით 60 გ)
  • 1/4 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
  • 1/2 ჩაის კოვზი ნუშის ექსტრაქტი
  • შაქრის პუდრა, სურვილისამებრ

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 150°C-მდე. ერთად მოათავსეთ ორი ერთნაირი ფერის ღია ან საშუალოდ შეფერილი საცხობი ფირფიტა, რათა ცომის ძირები არ დაიწვას. გადააფარეთ საცხობი ქაღალდი ან სილიკონის ფურცელი. ჟოლოს ჩირი დააბლენდერეთ.

დიდ ჯამში შეურიეთ ნუშის ფქვილი, შაქარი, მარილი და დაფქული ჟოლოს ფხვნილი. მიქსერში ათქვიფეთ კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი.

დაამატეთ ათქვეფილი ცილა და ნუშის ექსტრაქტი მშრალ ინგრედიენტებს. ურიეთ მანამ, სანამ ცომი რბილი და წებოვანი არ  გახდება. თუ საჭირო იქნება, ცომი ხელით მოზილეთ.

ცომი გაანაწილეთ პატარა ბურთულებად და ამოავლეთ შაქრის პუდრში. დაალაგეთ ფირფიტაზე 1 სმ დაშორებით. აცხვეთ 30-35 წუთის განმავლობაში ან სანამ ნამცხვრების ზედაპირი არ დაიბზარება და ქვედა ნაწილი არ შეოქროსფერდება. ერთი ფირფიტის გამოცხობის შემთხვევაში, შესაძლოა დაგჭირდეთ მხოლოდ 25 წუთი, უფრო მეტი სიხრაშუნისთვის შეგიძლიათ დამატებით ხუთი წუთით დატოვოთ ღუმელში.

გამოცხობის შემდეგ გააგრილეთ რამდენიმე წუთით და გემრიელად მიირთვით. ნამცხვრები შეგიძლიათ შეინახოთ ჰერმეტულ კონტეინერში 5 დღის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე.

 

მოცხარის ან შტოშის ჩირით დამზადებული სმუზი

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა მოცხარის ან შტოშის ჩირი
  • 1 მწიფე ბანანი
  • 1/2 ჭიქა იოგურტი (უბრალო ან ვანილის არომატით)
  • 1/2 ჭიქა ნუშის რძე
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი (სურვილისამებრ)
  • რამდენიმე ყინულის კუბი

მომზადება:

ბლენდერში მოათავსეთ მოცხარის ან შტოშის ჩირი და დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები: ბანანი, იოგურტი, ნუშის რძე, თაფლი და ყინული.

დააბლენდერეთ მასა, სანამ არ გახდება ერთგვაროვანი და გლუვი.

თუ სმუზი ძალიან სქელია, სასურველი კონსისტენციის მისაღებად დაამატეთ ცოტა მეტი რძე ან წყალი და გადაიტანეთ ჭიქაში. მიირთვეთ მაშინვე, რათა ანტიოქსიდანტებით მდიდარ სმუზში სასარგებლო თვისებები შენარჩუნდეს.

 

ენერგეტიკული ბურთულები მარწყვის ჩირით

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შვრია (წვრილად დაჭრილი)
  • 1/2 ჭიქა მარწყვის ჩირი (წვრილად დაჭრილი)
  • 1/3 ჭიქა თაფლის სიროფი
  • 1/2 ჭიქა მიწისთხილის კარაქი (ან სხვა თხილის კარაქი)
  • 1/4 ჭიქა მოხალული ნიგოზი ან ნუში
  • 1/4 ჭიქა შავი შოკოლადის ნატეხები (სურვილისამებრ)
  • 1/4 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესები:

საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ შვრია, მარწყვის ჩირი, ნიგოზი და შოკოლადის ნატეხები. ცალკე ჯამში თაფლთან და მიწისთხილის კარაქთან ერთად ჩაამატეთ ვანილის ექსტრაქტი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ნელა დაასხით სველი ინგრედიენტები მშრალ მასას. ხელით ან კოვზით კარგად შეურიეთ, რათა ყველა კომპონენტი თანაბრად გადანაწილდეს.

მიღებული მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულები და მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე. შეინახეთ მაცივარში მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში, რათა ბურთულები კარგად გაცივდეს. იდეალურია ენერგიის დონის მოსამატებლად.

კენკროვანი ჩირის შეძენა ონლაინ მაღაზიაში “ჩემი მარაგი” შეგიძლიათ. რაც მთავარია, ზოგიერთ ჩირეულზე, როგორებიცაა: შტოშის ჩირი, გარგრის ჩირი და ალუბლის ჩირი, ფასდაკლება მოქმედებს. ჩირეულთან ერთად, “ჩემი მარაგი” გთავაზობთ თხილეულის, მარცვლეულისა და ბურღულეულის რჩეული ხარისხის პროდუქციას. ჩვენი კურიერი კი სასურველ შენაძენს, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილას, უფასო მიტანის სერვისით მოგართმევთ.