როგორ შევხვდეთ 2026 წელს
ბევრს სჯერა, რომ რა განწყობითაც ახალ წელს შეხვდებით, ისე გაატარებთ მთელ წელს. რამდენად მართალია ეს რწმენა, დაზუსტებით ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ დღესასწაულზე დადებითი ემოციებისა და პოზიტიური ენერგიების გაცვლა მართლაც ჯადოსნურ გარემოს ქმნის. სადღესასწაულო ტრადიციებიც ხომ იმისთვისაა, რომ ადამიანური ურთიერთობები უფრო განამტკიცოს და ყველანაირი დისკომფორტი შეამციროს. ამიტომ დღესასწაულის აღნიშვნისას ყველაფერს აქვს მნიშვნელობა: როგორ გაიშლება საახალწლო სუფრა, როგორ გაფორმდება სახლი და რა მოლოდინებით და შეგრძნებებით ვიქნებით თავად ჩვენ.
როგორ მოვემზადოთ დღესასწაულისთვის?
ახალი წლისთვის მზადებას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს მხოლოდ საჩუქრების შეძენას, სახლის მორთვას ან საახალწლო კერძების შერჩევას არ ეხება, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური, შინაგანი მომზადებაც. მაგალითად, სასურველია, შეძლებისდაგვარად დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე და ახალი წელი ახალი ფურცლიდან დაიწყოთ. გადახედეთ თქვენს მიზნებს და სურვილებს. ზოგიერთი მათგანი თუ აქტუალური აღარაა, გაუშვით და ახალი გეგმები ჩამოწერეთ.
პოზიტიური განწყობა და მომავალი წლისგან დადებითის მოლოდინი კი აუცილებელია. როდესაც შინაგანად გჯერათ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, თქვენი აზროვნება და ქცევაც შესაბამისად იცვლება, ნაკლებად გეშინიათ ცვლილებების და უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და მიზანმიმართულად გადადგამთ ნაბიჯებს. ეს რწმენა კი დაგეხმარებათ სირთულეების გადალახვასა და ახალ შესაძლებლობებზე ყურადღების გამახვილებაში.
როგორ გავაფორმოთ სახლი?
ტრადიციულად, ნაძვის ხე ახალი წლის სიმბოლოა, თემატური დეკორი კი სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის და სასიამოვნო მოლოდინებით გვავსებს. კარზე შეგიძლიათ საშობაო გვირგვინი ჩამოკიდოთ, რომელიც ხალხური რწმენის მიხედვით იცავს სახლს ბოროტისგან და წარმოადგენს ბედნიერების, კეთილდღეობისა და სიმდიდრის სიმბოლოს.
თუ თქვენთვის ახლოა ჩინური ჰოროსკოპი, დეკორაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით მომავალი წლის სიმბოლო: წითელი ცეცხლოვანი ცხენი: მისი ფიგურები, გამოსახულებები, აღკაზმულობის ელემენტები – ეს ყველაფერი ითვლება წლის ენერგიის მიმართ პატივისცემად. ყურადღება გაამახვილეთ ცოცხალ ცეცხლსა და მეტალზე: სანთლები, ფარნები, მცირე ოდენობით ოქროსფერი და ბრინჯაოს დეტალები. ასევე ცხენს არ უყვარს გადატვირთული და ვიწრო სივრცე და სახლში ბევრი თავისუფალი ადგილიც დატოვეთ.
რაც შეეხება ფერებს, მომავალი წლის კლასიკური ფერთა პალიტრა ასეთია: წითელი, ბორდოსფერი, ტერაკოტისფერი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი ტონები, რომლებიც სიმბოლოა სიმამაცის, იღბლისა და წარმატების. ბალანსისა და ჰარმონიისთვის კი ინტერიერში შეგიძლიათ დაამატოთ მწვანის ფერის ტონალობები.
როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?
2026 წლის საახალწლო სუფრა ზედმეტად მძიმე და მაღალკალორიული კერძებით დატვირთული არ უნდა იყოს. უმჯობესია აქცენტი თბილ, გამომცხვარ და არომატულ საჭმელზე გააკეთოთ – ანუ ისეთ კერძებზე, რომლებიც მეტ ენერგიას გაძლევთ. სუფრაზე უნდა იყოს ღუმელში მომზადებული ხორცისა და ბოსტნეულის კერძები, მკვეთრი ფერის, განსაკუთრებით, წითელი და ნარინჯისფერი ხილი, ფერადი სანელებლები და ტკბილეული.
საახალწლო სუფრის შესავსებად ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ ადვილად იპოვით ჯანსაღ და მრავალფეროვან პროდუქტებს, რომლებიც ტრადიციასა და ხარისხს აერთიანებს. თხილეული და ჩირეული, რომლებიც ნებისმიერი წლის საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია, შეგიძლიათ მარტივად შეარჩიოთ „ჩემი მარაგის“ ასორტიმენტიდან და თქვენი სუფრა გემრიელი და სავსე გახადოთ.
საახალწლოდ, ჩვენს მომხმარებლებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე განსაკუთრებულ აქციებს ვთავაზობთ. სპეციალურად საახალწლოდ შექმნილი ,,საახალწლო მარაგის“ ნაკრები კი აერთიანებს პროდუქტებს, რომლებიც ქართულ ტრადიციულ სუფრას ყოველთვის ამშვენებს: გოზინაყი, ნიგოზი, ნუშის გული, ფინიკი, ტყემლისა და ქლიავის ტყლაპი. ეს არის ერთ მარაგში თავმოყრილი ის გემოები, რომლებიც დღესასწაულს ნამდვილ მნიშვნელობას სძენს.
ახალი წელი ხომ იმისთვისაა, რომ მეტი დრო ოჯახს დაუთმოთ და დღესასწაული ერთად იზეიმოთ. ამიტომ „ჩემი მარაგი“ თქვენს საყვარელ მარაგებს უფასო მიტანის სერვისით, საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ მისამართზე მოგართმევთ. ჩვენ ვზრუნავთ, რომ ახალ წელს გემრიელად, ჯანსაღად და ყველაზე მთავარია, ოჯახთან ერთად შეხვდეთ.
,,ჩემი მარაგი“ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!