როგორ მივიღოთ სელის თესლი
სელის თესლი ერთ-ერთი ძლიერი სუპერფუდია, რომელიც შეიცავს ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, ლიგნანებს (მცენარეული ნაერთი ჰორმონების ბალანსისთვის, გულისა და ნაწლავებისთვის) და უჯრედისს. კვლევები ამტკიცებს, რომ კვების რაციონში სელის თესლის ჩართვით შესაძლებელია ჯანმრთელობის განმტკიცება, ანთებითი პროცესების შემცირება და ჰორმონალური ბალანსის გაუმჯობესება. თუმცა იმისთვის, რომ ორგანიზმმა ამ სუპერფუდისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოს, საჭიროა მისი სწორად მირთმევა.
როგორ მივიღოთ სელის თესლი?
სელის თესლის მირთმევისას ყველაზე გავრცელებული შეცდომა მისი მთლიანად მიღებაა. მიუხედავად იმისა, რომ თესლი ძალიან პატარაა, გარსიანად მიღებისას ორგანიზმი ვერ ითვისებს იმ სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებითაც ის მდიდარია, მათ შორის, ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებსა და ლიგნანებს.
თუმცა სწორედ გარსი იცავს სელის თესლს და უზრუნველყოფს მის ხანგრძლივად შენახვას. ამიტომ უმჯობესია შეიძინოთ სელის თესლი მთლიან მარცვლებად, ხოლო გამოყენების წინ დაფქვათ. დაფქული სელის თესლის შენახვა შესაძლებებლია ჰერმეტულ კონტეინერში, მზის სხივებისა და სინესტისგან დაცულ ადგილას, საუკეთესო შემთხვევაში – მაცივარში.
როგორ უნდა გამოიყენოთ სელის თესლი კულინარიაში?
სელის თესლს კულინარიაში მრავალფეროვანი გამოყენება აქვს. დაფქული სელის თესლი შეგიძლიათ დაუმატოთ შვრიის ან წიწიბურას ფაფებს, იოგურტს, მაწონს, სმუზებს. ასევე დაფქული სელის თესლი გამოიყენება ცომში კვერცხის შემცვლელად. რაც შეეხება სელის ზეთს, რეკომენდებულია მისი მიღება ცივად, ძირითადად სალათებში, რადგან გაცხელებისას ის კარგავს სასარგებლო თვისებებს.
იმისთვის, რომ სელის თესლისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, ის შეგიძლიათ მოამზადოთ სხვადასხვა მეთოდით.
- ჩალბობა: 1 ჩ/კ სელის თესლი ჩაალბეთ წყალში რამდენიმე საათით და დალიეთ ძილისწინ. ეს მეთოდი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ყაბზობა აწუხებს.
- მოხარშვა: თუ ჩალბობისთვის დრო არ გყოფნით, 1 ჩაის კოვზი სელის თესლი ჩაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალში და ხარშეთ 3-5 წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი დადებითად მოქმედებს კუჭ–ნაწლავის მუშაობაზე.
- მოხალვა: სელის თესლი შეგიძლიათ მსუბუქად მოხალოთ და ამ სახით დაუმატოთ გრანოლას, ფაფებს, იოგურტს ან სმუზებს.
- წონის კონტროლი – სელის თესლი ხშირად გამოიყენება წონის კლების პროცესში. ამ შემთხვევაში, 1 ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი დაამატეთ თბილ წყალში, ჩააწურეთ ლიმონის წვენი და მიირთვით საუზმის შემდეგ. სელი ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნებას და ჯანსაღ კვებაშიც გამოიყენება.
სელის თესლის სასარგებლო თვისებები
სელის თესლი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სარგებლით გამოირჩევა, მათ შორის:
ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას – ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები ხელს უწყობს ქოლესტერინის ბალანსს და გულის მუშაობას
აუმჯობესებს ჰორმონალურ ბალანსს – ლიგნანების შემცველობის გამო ეხმარება ესტროგენის რეგულაციას.
აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას – მაღალცილოვანი შემადგენლობა ამშვიდებს კუჭსა და ნაწლავებს.
ეხმარება წონის კონტროლს – ზრდის დანაყრების შეგრძნებას და ამცირებს გადამეტებულ ჭამას.
აუმჯობესებს კანს, თმასა და ფრჩხილებს – ცხიმოვანი მჟავები და ანტიოქსიდანტები აუმჯობესებს მათ სტრუქტურას.
საოჯახო მარაგების ონლაინ მაღაზიაში „ჩემი მარაგი“ მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ და მოიმარაგოთ სელის თესლი და თქვენთვის სასურველი სხვა პროდუქტები. აქ დაგხვდებათ 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიაში: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ხილ-ბოსტნეული, ბაკალეა და სხვა. სასურველ შეკვეთას კი ჩვენი კურიერი, საქართველოს მასშტაბით, უფასოდ მოგართმევთ.