ბლოგი - ჩემი მარაგი

გრანოლას საუზმის გემრიელი რეცეპტები

გრანოლას ისტორია ამერიკაში მე-19 საუკუნეში იწყება. ის ჯანსაღი კვების სახელით და იდეით შეიქმნა, თუმცა მისი პირვანდელი ვერსია იმდენად გამომშრალი მარცვლეული იყო, ჭამა მხოლოდ წინასწარ წყალში ან რძეში დალბობის შემდეგ შეიძლებოდა.  გრანოლას რეალური პოპულარობა კი ერთი საუკუნის შემდეგ, 1970-იან წლებში დაიწყო. ჰიპების ეპოქაში  შვრიას, გრანოლას ძირითად ინგრედიენტს დაუმატეს ჩირეული, თხილეული და მსუბუქი დამატკბობელი და გარდაიქმნა ვიტამინებით და უჯრედისით გამდიდრებულ, გემრიელ საკვებად. ის ორგანიზმს ეხმარება სწრაფად გამოიმუშავოს ენერგია და დიდხანს შეინარჩუნოს დანაყრების შეგრძნება.

 

„ჩემი მარაგში“ გრანოლა მრავალფეროვანი გემოებითაა წარმოდგენილი:

  • გრანოლა თაფლით და კენკრით
  • გრანოლა თაფლით და მარწყვით
  • გრანოლა თაფლით და ტროპიკული ხილით
  • გრანოლა შოკოლადით და თხილეულით
  • გრანოლა შოკოლადით და კარამელით

 

თითოეულ მათგანს  საკუთარი უნიკალური გემო და კვებითი უპირატესობა აქვს:

თაფლისა და მარწყვის გრანოლა გამოირჩევა უფრო ტკბილი და ნაზი გემოთი და განსაკუთრებით მოსწონთ მათ, ვისაც დესერტის მსგავსი, მსუბუქი საუზმე უყვარს.

თაფლისა და კენკრის გრანოლა ნაკლებად ტკბილია, თუმცა მდიდარია უჯრედისით და  ანტიოქსიდანტებით.

გრანოლა თაფლით და ტროპიკული ხილით მათთვისაა, ვისაც დღის ენერგიულად დაწყება სურს. თაფლი რაფინირებული შაქრის იდეალური ჩამნაცვლებელია, ტროპიკულ ხილში შემავალი ბუნებრივი შაქრები კი სწრაფად გარდაიქმნება ენერგიად.

გრანოლა შოკოლადით და თხილეულით ერთ-ერთი ყველაზე მაღალცილოვანი ვარიანტია. ის ასევე  მდიდარია სასარგებლო ცხიმებით, რისი მეშვეობითაც სწრაფად აღადგენს ენერგიას. მაღალკალორიულობის გამო იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც წონაში მატება ან ენერგეტიკული კვება მნიშვნელოვანია.

გრანოლა შოკოლადით და კარამელით განსაკუთრებით ტკბილეულის მოყვარულებს მოეწონებათ. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ტკბილია, მცირე პორციაც კი საკმარისია სიტკბოს მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

 

 

როგორ მივირთვათ გრანოლა?

 

გრანოლა ძირითადად რძით, იოგურტით ან კეფირით მზადდება, რაც მას იდეალურ მსუბუქ საუზმედ აქცევს. სასურველი ოდენობის გრანოლას უბრალოდ მოასხით რძე ან კეფირი ან დაუმატეთ იოგურტი, აურიეთ და გემრიელად მიირთვით. გრანოლათი ასევე ამზადებენ ენერგეტიკულ ბარებს, ბოულებს, პარფეს, დესერტებსა და სალათის ტოპინგებს.

 

  1. გრანოლას საუზმე ბანანით, გოგრის გულით და ნუშით

მეტი ენერგიის, ხრაშუნა ტექსტურისა და ვიტამინების მისაღებად, ეს მიქსი იდეალური ვარიანტია.

  • ინგრედიენტები: 40–50 გ გრანოლა, 1 ბანანი, 1 ს/კ ნუში, 1 ს/კ გოგრის გული, 150 მლ იოგურტი ან კეფირი, სურვილისამებრ თაფლი/დარიჩინი.
  • მომზადება: ჯამში გადაიტანეთ იოგურტი, მოაყარეთ გრანოლა, დაამატეთ ბანანის ნაჭრები, ნუში, გოგრის გული და თაფლი.

 

  1. გრანოლას პარფე

თუ ვიტამინებით მდიდარი და ტკბილი საუზმე გსურთ, ეს რეცეპტი გაითვალისწინეთ.

  • ინგრედიენტები: გრანოლა თაფლით და ტროპიკული ხილით, 150 გ იოგურტი, მანგო, 1 სუფრის კოვზი კაკაო ან ჩიას თესლი.
  • მომზადება: ჭიქაში ქვედა ფენად გადაიტანეთ იოგურტი, შემდეგ ფენად მოაყარეთ გრანოლა, შემდეგი ფენა უნდა იყოს მანგოს ნაჭრები და ბოლო ფენა კვლავ იოგურტი იქნება. მოაყარეთ ჩიას თესლი ან კაკაო.

 

  1. შოკოლადისა და თხილეულის გრანოლას ენერგეტიკული ბარები

მაღალცილოვანი ენერგეტიკული ბარები იდეალურია, თუ ვარჯიშისთვის ემზადებით.

  • ინგრედიენტები: გრანოლა შოკოლადით და თხილეულით, 2 ს/კ მიწისთხილის კარაქი, 1 ს/კ თაფლი.
  • მომზადება: თაფლი და კარაქი ოდნავ გაათბეთ, თბილი მასა შეურიეთ გრანოლას, შემდეგ მოათავსეთ სილიკონის ფორმაში და შედგით მაცივარში 1 საათით. დაჭერით პატარა ბარებად.

 

  1. დესერტი გრანოლა შოკოლადით და კარამელით და მარწყვით
  • ინგრედიენტები: გრანოლა შოკოლადით და კარამელით, 50 გ ბერძნული იოგურტი, 3-4 ნაჭერი მარწყვი, 1 ჩ/კ თაფლი.
  • მომზადება: ჯამში გადაიტანეთ იოგურტი, მოაყარეთ გრანოლა, მარწყვი და ცოტა თაფლი.

 

5. გრანოლა სალათის ტოპინგისთვის

გრანოლა ასევე გამოიყენება სალათების მოსართავად, კერძს მატებს არომატსა და აძლევს ტექსტურას. მწვანე სალათებისთვის გამოიყენეთ თაფლისა და კენკრის გრანოლა.

 

ონლაინ მაღაზიაშიჩემი მარაგი  აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველი გემოს მქონე გრანოლას. ასევე,  ,,ჩემ მარაგშიდაგხვდებათ  500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი სხვადასხვა კატეგორიაში: თხილეული, ჩირეული, ბურღულეული, მარცვლეული, ხილბოსტნეული, ბაკალეა და სხვა. სასურველ შეკვეთას კი ჩვენი კურიერი, საქართველოს მასშტაბით, უფასოდ მოგართმევთ.